ავტო ლიზინგი – მანქანის შეძენის მარტივი გზა

ავტორი / 7 წლის წინ / 151 კომენტარი

კომფორტული მგზავრობა, დაზოგილი დრო და უსაფრთხოება – რთულია უარი თქვა ავტომობილზე და მოიკლო ეს სიამოვნება. მანქანით ხომ ნებისმიერ დროს, მარტივად გადაადგილდებით, არ ხართ დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქგარეთ მოგზაურობა. ავტომობილის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი შემოსავლით შეუძლებელია მსგავსი შენაძენის გაკეთება. დღეისათვის, პრობლემის მოგვარება უკვე მარტივია, რადგან შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ლიზინგით და სასურველი მანქანა უმოკლეს დროში შეიძინოთ. რას ნიშნავს ავტო ლიზინგი და რამდენად ხელსაყრელია ამ სერვისით სარგებლობა?

ავტო ლიზინგი დაფინანსების მიღების წყაროა, რომლის დროსაც კომპანია ყიდულობს თქვენთვის ავტომობილს, თქვენ კი კომპანიას უხდით ყოველთვიურად თანხას. თუკი სასურველი მანქანის შესაძენად ფული გაკლდებათ, აღნიშნული სერვისი დაგეხმარებათ. სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ბანკებში, ისე ცალკეულ კომპანიებში.

კომპანია სესხის თანხას ავტომობილის ღირებულებიდან გამომდინარე ადგენს. სხვა ტიპის კრედიტების მსგავსად, ფარავთ როგორც ძირ თანხას, ასევე პროცენტს. თუმცა ლიზინგს სტანდარტული სესხებისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. სერვისი მარტივად ხელმისაწვდომია, თანხის მისაღებად არ მოითხოვება გირაო. გადახდა კი მოქნილი გრაფიკის საშუალებით ხდება. მომსახურებით სარგებლობა ხელსაყრელია, რადგან მას შემდეგ რაც ფარავთ ვალდებულებას, მანქანა თქვენს სახელზე ფორმდება და მისი ერთადერთი მფლობელი ხდებით. ავტო ლიზინგის გასაფორმებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. ლიზინგით სარგებლობა შეგიძლიათ ახალი ან მეორადი ავტომობილის შესაძენად.

ძირითადად 3 ტიპის სალიზინგო მომსახურებას განასხვავებენ:

  • ფინანსური ანუ პირდაპირი ლიზინგი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც ხდება აქტივის საბოლოო გამოსყიდვა ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ის კლიენტის საკუთრებაში გადადის. 
  • უკულიზინგი, როდესაც კომპანია ყიდულობს მომხმარებლისგან აქტივს. სანაცვლოდ აძლევს თანხას და იგივე აქტივს უბრუნებს სარგებლობის უფლებით. 
  • საოპერაციო ლიზინგი – ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, კლიენტი უკან აბრუნებს აქტივს და ახლით ანაცვლებს მას.

რა უპირატესობა აქვს ავტო ლიზინგს

ავტო ლიზინგი გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით, რაც მომსახურებას პოპულარულსა და მოთხოვნადს ხდის. 

  • არ გიწევთ ქონების ჩადება უზრუნველყოფაში – მომსახურებით სარგებლობისას თქვენ არ მოგთხოვენ ქონებით უზრუნველყოფას, რაც დიდი უპირატესობაა, რადგან თქვენს საკუთრებას საფრთხე არ დაემუქრება. მას შემდეგ, რაც სესხს სრულად დაფარავთ ავტომობილი თქვენს სახელზე გაფორმდება.
  • ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მანქანის გამოსყიდვა – თუკი სესხის დასაფარი თანხა წინასწარ გექნებათ, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ დაფაროთ ვალდებულება და გამოისყიდოთ ავტომობილი. ამასთან, კომპანიების უმრავლესობაში შესაძლებელია მანქანის მოდელის შეცვლაც.
  • სარგებლობთ ავტო დაზღვევით – ავტო დაზღვევა თქვენს მანქანას რისკებისგან დაიცავს. არასასურველი შემთხვევის დროს, სადაზღვევო აანაზღაურებს თანხას. დაზღვევის თანხას ძირითადად სალიზინგო კომპანიები იხდიან.

ნუ იტყვით უარს სურვილების ასრულებაზე. ავტო ლიზინგი საუკეთესო გზაა სასურველი მანქანის შესაძენად. გაეცანით კომპანიების პირობებს, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მომსახურება და შეიძინეთ ავტომობილი მარტივად. სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც ბანკებში, ასევე საფინანსო კომპანიებში.

კომენტარი

ნათია მაღალფერიძე : 5 წლის წინ

მსურს მანქანის შეძენ და ამისთვის მინდა დახმარება

tamar : 6 წლის წინ

avtomobilis shezena minda tkveni daxmarebit

Gela : 6 წლის წინ

Minda manqana shevidzino

ნიკოლოზი : 6 წლის წინ

ავტომობილის შეძენა მინდა თქვენი დახმარებით

მალხაზ ლურსმანაშვილი : 6 წლის წინ

მანქანის შეძენა მინდა

Indira : 6 წლის წინ

Minda manqanis shedzena