ავტო ლომბარდის 3 უპირატესობა

ავტორი / 9 თვის წინ / 1 კომენტარი

ალბათ არა ერთხელ დაგჭირვებიათ ფული სასწრაფოდ და დასახმარებლად ახლობლისთვის მიგიმართავთ. სამწუხაროდ, თანხის სესხება არც ისე მარტივია. გარდა იმისა, რომ ის დაკავშირებულია უხერხულობასთან, ხშირად ახლობლებსაც არ აქვთ საჭირო ფინანსები. როგორ უნდა მიიღოთ თანხა დროულად და მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა ეფექტურად?

ავტო ლომბარდი ხელსაყრელი მომსახურებაა იმ შემთხვევაში თუკი გყავთ ავტომობილი და გეჩქარებათ თანხის მიღება. მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ასევე ბანკებში. თავდაპირველად, საფინანსო კომპანიის ექსპერტები აფასებენ ავტომობილის მდგომარეობას, ყურადღება ექცევა გამოშვების წელს, ტექნიკურ მახასიათებლებს. კრედიტორები სწორედ ამის მიხედვით ადგენენ მანქანის ღირებულებას. სესხის თანხაც სწორედ მისი ღირებულების მიხედვით განისაზღვრება.

ავტო ლომბარდის უპირატესობები

  • არ გიწევთ დოკუმენტების შეგროვება – სასურველი თანხის მისაღებად მინიმალური ცნობები დაგჭირდებათ. პირადობის მოწმობა და მანქანის ტექნიკური პასპორტი. თუკი სხვა ტიპის სესხის ასაღებად გჭირდებათ რიგი დოკუმენტების შეგროვება, მათ შორის დასაქმების ცნობა, ამონაწერი, ავტო ლომბარდით სარგებლობისთვის მთავარი მოთხოვნაა გყავდეთ ავტომობილი.
  • თანხას იღებთ მარტივად – ავტო ლომბარიდით სარგებლობისას ხდება მანქანის დაგირავება ანუ ავტომობილზე ვრცელდება კომპანიის გირავნობა. ეს კი იმას ნიშნავს რომ კრედიტორს გადაუხდელობის შემთხვევაში შეუძლია მისი განკარგვა. სწორედ ამის გამო ავტო ლომბარდის სერვისით სარგებლობა ყველა იმ პირს შეუძლია, ვისაც ჰყავს მანქანა. კრედიტორები ნაკლებად ამოწმებენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას ან შემოსავლის ოდენობას, ვინაიდან გადაუხდელობის შემთხვევაში მაინც შეძლებენ გაცემული თანხის ამოღებას.
  • შეგიძლიათ განაგრძოთ მანქანის მართვა – მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე ვრცელდება გირავნობა, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მისი მართვა. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი კრედიტორი საპროცენტო განაკვეთს ცვლის იმის მიხედვით იტოვებთ მანქანას მართვის უფლებით თუ აჩერებთ მას ავტოსადგომზე. სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ აღნიშნული პირობა დააზუსტეთ კრედიტორთან.

ავტო ლომბარდის სერვისის შერჩევისას დააზუსტეთ დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა საჭირო იყოს ავტომობილის დაზღვევა. გაარკვიეთ თუ ვინ დაფარავს აღნიშნულ თანხას. გაიგეთ თუ რამდენს შეადგენს საპროცენტო განაკვეთი და რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ ყოველთვიურად. გახსოვდეთ, რომ თქვენ გირაოში დებთ საკუთარ ავტომობილს და თუკი ვერ შეძლებთ თანხის დაფარვას, შესაძლოა ის დაკარგოთ. სწორედ ამიტომ გაეცანით კომპანიის პირობას დეტალურად. ხოლო თუ არ იცით რომელ საკრედიტო ორგანიზაციას დაუკავშირდეთ, სად შემოგთავაზებენ უკეთეს პირობას, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და შეარჩიეთ საუკეთესო ავტო ლომბარდი.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა