ბანკომატები და მათი წარმოშობის ისტორია

ავტორი / 9 თვის წინ / 0 კომენტარი

ბანკომატი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თანხის განაღდება, საბანკო გადარიცხვები, გზავნილების მიღება – ეს იმ ფუნქციების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბანკომატის საშუალებით ვიღებთ. ბანკომატები 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ კონფორტული სერვისით და სასურველი საბანკო ოპერაცია ნებისმიერ დროს შევასრულოთ. როგორია ბანკომატის წარმოშობის ისტორია, რა ტარიფები მოქმედებს მომსახურებებზე და როგორ უნდა დავზოგოთ თანხა კონკრეტული ოპერაციის შესრულებისას?

მსოფლიოს პირველი ბანკომატი 1967 წელს ლონდონში, ბრიტანული ბანკის Barclay’s ფილიალში დაამონტაჟეს. მისი შემქმნელი ჯონ შეფერდ-ბარონი იყო. იმ დროისთვის გამოტანილი თანხის მაქსიმალური ოდენობა 10 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. პირველი ბანკომატები ფუნქციურად არც ისე მრავალფეროვანი იყო. ამასთან, ხშირად ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა. პირველი ბანკომატი ფულს სპეციალური ჩეკებით იძლეოდა, რადგან არ არსებობდა საკრედიტო ბარათები. მოგვიანებით, 1973 წელს შეიქმნა პირველი პლასტიკური ბარათი, რამაც ბანკომატები უფრო პოპულარული გახადა.

დღეისათვის, მსოფლიოში 3 მილიონამდე ბანკომატია. საქართველოში პირველი ბანკომატი 1998 წელს დამონტაჟდა. უნაღდო ანგარიშწორების განვითარებასთან ერთად, როდესაც სულ უფრო პოპულარული ხდება თანხის გადახდა ბარათით ან მობილური აპლიკაციით, ბანკომატების მოთხოვნადობა იკლებს. მომხმარებლები უფრო ნაკლებად იყენებენ ნაღდ ფულს და უპირატესობას ბარათებს ანიჭებენ. ამასთან, ბარათით გადახისას გარკვეული ბენეფიტებიც მოქმედებს. ზოგიერთ ბანკს ქულების დაგროვების სისტემა აქვს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს მეტი უპირატესობით.

რა უნდა იცოდეთ ბანკომატით სარგებლობისას

ბანკები ინდივიდუალურად აწესებენ საკომისიოს სხვადასხვა მომსახურებაზე. მათ შორის ბანკომატიდან თანხის გამოტანაზე. ერთი და იგივე ბანკის ბარათითა და ბანკომატით სარგებლობა გაცილებით ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული. თუ იმავე ბანკის ბანკომატიდან გამოიტანთ თანხას, სადაც ბარათი აიღეთ 0.2%-ის გადახდა მოგიწევთ, სხვა ბანკის ბანკომატიდან კი მინ. 3 $-ის. თუ სახელფასო ბარათით სარგებლობთ შესაძლოა გარვეული შეღავეთები გქონდეთ და საერთოდ არ იხდიდეთ აღნიშნულ საკომისიოს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ბანკომატით სარგებლობისას პლასტიკური ბარათი ,,იყლაპება“, მის დასაბრუნებლად კი გარკვეული პროცედურების გავლა გიწევთ. იგივე ბანკის შემთხვევაში ბარათს გაცილებით სწრაფად იბრუნებთ, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა პროცედურას რამდენიმე დღეც დასჭირდეს.

ბარათით და ბანკომატით სარგებლობისას აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა. საჭიროა ბარათი და პინ კოდი სხვადახვა ადგილას შეინახოთ, არ გაანდოთ პინ კოდი სხვა პირებს, დაკვირვებით ისარგებლოთ ბანკომატით, გამოიჩინოთ სიფრთხილე მოგზაურობის დროს, ისარგებლოთ ბარათის დაზღვევით.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა