ონლაინ სესხები 19 წლიდან - როგორ მივიღოთ საჭირო თანხა

ავტორი / 6 წლის წინ / 207 კომენტარი

საფინანსო სექტორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპანიები სხვადასხვა სახის საკრედიტო პროდუქტებს გვთავაზობენ; სწრაფი სესხი, იპოთეკური კრედიტი, ბარათები და სხვა. თითოეულ პროდუქტს თავისი პირობა აქვს და იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს კონკრეტული მომსახურებით საჭიროა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. დადებითი საკრედიტო ისტორია, სტაბილური შემოსავალი, უზრუნველყოფა, თავდები - ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც კრედიტორები ამა თუ იმ სესხის გაცემისას აწესებენ. ამასთან ერთად, ისინი კრედიტის გაცემისას ადგენენ ასაკობრივ ზღვარს. ბევრი მომხმარებლის სურვილია ონლაინ სესხები 19 წლიდან აიღოს, თუმცა სესხი ძირითად შეთხვევაში 20 წლის ასაკიდან გაიცემა. 

ასაკობრივ შეზღუდვას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. კომპანიები კრედიტის გაცემისას ითვალისწინებენ მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას, სტაბილურობას, საკრედიტო ისტორიას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. კლიენტები, რომლებსაც ონლაინ სესხები 19 წლიდან სურთ აიღონ ნაკლებად სტაბილურობით გამოირჩევიან. კერძოდ: ისინი არ არიან სრულ განაკვეთზე დასაქმებული, არ აქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო. ხშირად, არც საკრედიტო ისტორია აქვთ. ასეთ ვითარებაში რთულია გადაწყვეტილების მიღება და სესხის დამტკიცება.

როგორ შევავსოთ განაცხადი სესხის მისაღებად?

დღეისათვის, სესხის განაცხადის შევსება ბევრ საფინანსო ორგანიზაციაში შეიძლება, თუმცა ფაქტობრივად არ არსებობს ისეთი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს 18-დან 21 წლამდე კლიენტებზე სესხის გაცემას. მიუხედავად ამისა მაინც არსებობს გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მარტივად გასცემენ სესხს და მინიმალური შეზღუდვები აქვთ. ბევრ მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია იმ კრედიტორების შესახებ, სადაც სწრაფი სესხები 19 წლიდან გაიცემა. საფინანსო ორგანიზაციები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ასაკიდან გასცენ კრედიტი. 

იმისათვის, რომ სწრაფი სესხები 19 წლიდან აიღოთ, საჭიროა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს. გქონდეთ სტაბილური შემოსავალი, დადებითი საკრედიტო ისტორია და არსებული ფინანსური მდგომარეობით დაარწმუნოთ კრედიტორი, რომ შეძლებთ ვალდებულების გადახდას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გაქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია, მაინც შეიძლება მიიღოთ უარი ასაკის გამო. თუკი არ იცით რომელი კომპანია რა შეზღუდვას აწესებს, ჩვენი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში გაეცნოთ პირობებს, გაიგოთ თითოეული კომპანიის მახასიათებელი, მათ შორის საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიურად გადასახადი თანხის, ჯარიმებისა და დამატებითი საკომისიოს ოდენობა. თუკი სესხის აღებას სერიოზულად მიუდგებით, გაითვალისწინებთ არსებულ რესურსს და გადახდის შესაძლებლობას, შეძლებთ დროულად დაფაროთ ვალდებულება და შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია.

ტეგები

კომენტარი

Maia : 6 წლის წინ

სასიამოვნოა თქვენთან ურტიერთობა