რა არის მოვალეთა რეესტრი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ავტორი / 6 წლის წინ / 4 კომენტარი

მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. მსესხებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვალდებულების გადახდას მოვალეთა რეესტრში ხვდებიან. აღნიშნულ ბაზაში ყველა ის იურიდიული და ფიზიკური პირია გაერთიანებული, რომელთა მიმართ დაწყებულია სააღსრულებლო წარმოება. რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მონაცემები საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რა დროს რეგისტრირდება ჩვენი მონაცემები აღნიშნულ ბაზაში და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება?

პრობლემური სესხები, ადმინისტრაციული ჯარიმები - ეს იმ დავალიანებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადაუხდელობის შედეგადაც ჩვენი მონაცემები მოვალეთა რეესტრში ხვდება. მასში შეტანილ პირებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ. კერძოდ; არ შეუძლიათ თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან, ეკრძალებათ ქონების განკარგვა და სხვა. დავალიანების გადაუხდელობის დროს მათი ქონება დაკარგვის რისკის ქვეშ დგება. მოვალეთა რეესტრიდან მას შემდეგ ხდება მონაცემების წაშლა, რაც მომხმარებელი დაფარავს ვალდებულებას და შეწყდება მის წინააღმდეგ საქმე. ამის საფუძველი შეიძლება იყოს აღსრულების შეწყვეტა, ჯარიმის ან სესხის გადახდა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა.

როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება

მართალია, საფინანსო კომპანიები სესხის გაცემისას სწავლობენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, ითვალისწინებენ შემოსავლის ოდენობას და ამის მიხედვით ამტკიცებენ სესხს, მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრ კლიენტს ექმნება თანხის გადახდის პრობლემა. ამას კი ბევრი მიზეზი აქვს; დაბალი შემოსავალი, სხვა ვალდებულებები, არასტაბილურობა და სხვა.

როგორ უნდა აირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება?

სესხის აღებისას ყურადღებით გაეცანით პროდუქტის პირობას. გაარკვიეთ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, ითვალისწინებს თუ არა მომსახურება დამატებით ჯარიმებს. ხშირად, სარეკლამო შეთავაზებებში იმდენად მიმზიდველ პირობას გვთავაზობენ, რომ ამ ყველაფერს ნაკლებად ვაკვირდებით და ისე ვსარგებლობთ მომსახურებით. შემდეგ კი აღმოვაჩენთ რომ იმაზე გაცილებით მეტს ვიხდით, ვიდრე გვეგონა. იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ მსგავსი სიტუაცია, საჭიროა გაარკვიოთ პროდუქტის პირობა. ამასთან, სწორად შეაფასოთ თქვენი გადახდის რესურსი, შემოსავლის სტაბილურობა.

თუ შეთავაზებების სიმრავლემ დაგაბნიათ და არ იცით რომელ კომპანიაში აიღოთ სესხი, ჩვენს ვებგვერდზე ერთ სივრცეში გაეცნობით კომპანიების შეთავაზებებს, გაარკვევთ საკრედიტო პროდუქტების პირობებს; საპროცენტო განაკვეთს, დაფარვის პერიოდსა და ხარჯის ოდენობას. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ეს კი შეგიმცირებთ გადასახადი თანხის ოდენობას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა