რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და როგორ ხდება მისი გამოთვლა

ავტორი / 5 წლის წინ / 32 კომენტარი

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ხარჯების ოდენობას. სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა მოგიწევთ, რადგან ის მოიცავს დანახარჯების ერთობლიობას, რაც შეიძლება იყოს სესხის სრული თანხა, პროცენტი, საკომისიო და სხვა. კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სესხის ღირებულების შესახებ, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ხშირად სარეკლამო შეთავაზებებში კომპანიები ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს აცნობენ მომხმარებლებს, რაც გაცილებით ნაკლებია. რა განსხვავებაა ეფექტურ საპროცენტო განაკვეთსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს შორის? როგორ უნდა გამოთვალოთ სესხის სრული ხარჯი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გარდა ხშირად გვხვდება გაცემის საკომისიო ან წინსწრებით დაფარვის პროცენტი, რაც ზრდის ეფექტურ განაკვეთს და ამ ყველაფერს ნომინალური განაკვეთი არ მოიცავს.

დაბალპროცენტიანი სესხის შესარჩევად საჭიროა გამოთვალოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. მაგ: თუ იღებთ 1000 ლარს სესხად ერთი წლის პერიოდით და წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 20%, ამავე დროს ვადის ბოლოს იხდით 1200 ლარს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20%-ია. თუმცა რთული საპროცენტო განაკვეთისას ნასესხები თანხა გამოითვლება როგორც კონკრეტული თანხა განსაზღვრულ ვადაში, ამას დამატებული წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის შერჩევისას

შეთავაზებების განხილვისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

  • გაეცანით საფინანსო ორგანიზაციების პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი;
  • ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება. პირობების ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ გადასახადი თანხა;
  • სესხის კალკულატორის საშუალებით ზუსტად გამოთვლით ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობას;
  • გაითვალისწინეთ თქვენი გადახდის რესურსი, როგორ შეძლებთ ვალდებულებასთან გამკლავებას.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა დაგეხმარებათ გადასახადი თანხის გამოთვლაში, ინფორმირებული იქნებით მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრავთ თქვენს ბიუჯეტს და გონივრულად ისესხებთ თანხას. ეს კი გაგიმარტივებთ ვალდებულების გადახდას, მარტივად შეძლებთ მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნას და მომავლაში სესხის აღებას გაუმჯობესებული პირობით. სესხის აღებისას გახსოვდეთ, რომ კრედიტს შეიძლება ჰქონდეს თანხის გაცემის, წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე და სხვა. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები საჭიროა კარგად გაარკვიოთ პროდუქტის პირობა და თითოეული დეტალი წინასწარ გაითვალისწინოთ. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა