რატომ ვსარგებლობთ ონლაინ სესხების სერვისით

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

მოულოდნელი ხარჯებისგან არავინ არის დაზღვეული. დამატებითი თანხა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. ტექნიკის გაფუჭება, აუცილებელი საჩუქრის შეძენა – ასეთ დროს არც ისე მარტივია ფულის შოვნა. ამასთან, თანხის სწრაფად მიღებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ბანკებში სესხის აღება დაკავშირებულია ხანგძლივი პროცედურის გავლასთან, რაც გულისხმობს ფილიალში ვიზიტს, საკრედიტო ექსპერტთან გასაუბრებასა და რიგი ცნობების წარდგენას, ონლაინ სესხის საშუალებით შესაძლებელია საჭირო თანხის მარტივად და სწრაფად მიღება.

გრძელვადიანი ონლაინ სესხების ლიმიტი უკვე 3000 ლარამდე გაიზარდა. თუ აქამდე მცირე თანხის მიღება იყოს შესაძლებელი და გადახდის პერიოდი მაქსიმუმ 1 თვეს შეადგენდა, დღეს უკვე შესაძლებელია გაზრდილი ლიმიტით და გადახდის გრძელვადიანი 24 თვემდე პერიოდით სარგებლობა.

რატომ ვირჩევთ ონლაინ სესხს

სწრაფი ონლაინ სესხის ასაღებად არ მოითხოვება დოკუმენტები. შესაბამისად, სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ მომხმარებლებსაც, რომლებიც არ არიან დასაქმებული ან არ შეუძლიათ დოკუმენტების შეგროვება. მომსახურება მოქნილობით გამოირჩევა. კლიენტს არ უწევს კომპანიაში ვიზიტი, რითაც ზოგავს დროსა და ენერგიას.

  • კომფორტული სერვისი – როდესაც სამომხმარებლო მიზნისთვის გჭირდებათ თანხა, ონლაინ სესხი საუკეთესო არჩევანია. საბანკო სესხებთან შედარებით პროდუქტი გამოირჩევა კომფორტულობით. საკმარისია შეავსოთ განაცხადის ონლაინ ფორმა, პასუხს მიიღებთ უსწრაფესად. თანხა კი ონლაინ რეჟიმში დაგერიცხებათ ანგარიშზე.
  • მარტივად ხელმისაწვდომი – ბანკები სესხის გაცემისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. მათ შორის მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას, შემოსავლის ოდენობას. ეს ფაქტორები კი კრედიტის დამტკიცების შანსს ამცირებს. ონლაინ სესხი ბევრად მარტივად გაიცემა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველას.
  • სწრაფი – თუ თანხის მიღება გეჩქარებათ, ონლაინ სესხი დაგეხმარებათ. მომსახურება სისწრაფით და სიმარტივით გამოირჩევა. მისი დახმარებით დაზოგავთ დროს და საჭირო ფინანსებს რამდენიმე წუთში მიიღებთ.

ონლაინ სესხების მომსახურებით სარგებლობა ბევრ კომპანიაში შეიძლება. არჩევანი საკმაოდ ფართოა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეარჩიოთ საუკეთესო კრედიტორი. სანამ სესხს აიღებთ გაეცანით არსებულ შეთავაზებებს, გაარკვიეთ საპროცენტო განაკვეთის, გადასახადი თანხის და ჯარიმების ოდენობა.

თუ ონლაინ სესხების ლიმიტი თქვენთვის არ არის საკმარისი, შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა ტიპის კრედიტი: გრძელვადიანი, ავტო, იპოთეკური და სხვა. ჩვენს ვებგვერდზე ერთ სივრცეშია მოცემული სესხები, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და მარტივად გაეცნოთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. ეს საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ დაბალპროცენტიანი სესხი და დაზოგოთ თანხა კრედიტის აღებისას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა