როგორ ავიღოთ კრედიტი გირაოს გარეშე

ავტორი / 6 წლის წინ / 5 კომენტარი

დღეისათვის, გაცილებით მარტივია სესხის აღება გარანტორისა და გირაოს გარეშე. თუკი ადრე თანხის მისაღებად აუცილებელი იყო ხანგძლივი პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა კომპანიაში ვიზიტს, უამრავი დოკუმენტის მიტანასა და საათობით ლოდინს, დღეს ეს პროცესი გამარტივებულია. კრედიტების უმრავლესობა გირაოსა და თავდების გარეშე გაიცემა. ასეთი პირობა კი გაცილებით მისაღებია მომხმარებლისთვის, რადგან ის არ იღებს ფინანსურად რისკიან გადაწყვეტილებას. ხოლო მის საკუთრებას არ ემუქრება დაკარგვის საფრთხე. რა ტიპის კრედიტები გაიცემა გირაოს გარეშე და როგორ უნდა შეარჩიოთ სესხი, რომლიც ზუსტად მოერგება თქვენს საჭიროებას?

მოკლევადიანი სწრაფი სესხები უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. თანხის მისაღებად არ გიწევთ უძრავი თუ მოძრავი ქონების დაგირავება. ამასთან, არ მოითხოვება დოკუმენტები. ნებისმიერი სასურველი ადგილიდან შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს, შეავსოთ განაცხადი, თანხა კი ანგარიშზე მიიღოთ. სწრაფი სესხი 3000 ლარამდე გაიცემა. გადახდის პერიოდს თავად ირჩევთ. შესაძლებელია ეს იყოს ერთ თვემდე, ერთ წლამდე პერიოდი. სწრაფი ონლაინ სესხი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც დამატებითი უპირატესობაა მომხმარებლისთვის. მას არ უწევს ქონების დაგირავება, უამრავი ცნობის შეგროვება და კომპანიაში ვიზიტი.

რატომ უნდა აირჩიოთ კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე

უზრუნველყოფილი სესხის აღება ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, კომპანიები გრძელვადიანი კრედიტების გაცემისას ითხოვენ გირავნობას. ეს შეიძლება იყოს იპოთეკური, ავტო სესხი. თანხის ოდენობა დიდია, გადახდის პერიოდი კი ხანგძლივი. შესაბამისად, კრედიტორს სჭირდება დამატებითი გარანტია, რაც ამ შემთხვევაში დაგირავებული საკუთრებაა. თუ მომხმარებელი ამ პერიოდში ვერ შეძლებს ვალდებულების დაფარვას, კრედიტორი გაცემულ თანხას ამოიღებს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონებიდან.

რატომ უნდა აირჩიოთ არაუზუნველყოფილი კრედიტი?

  • ნაკლები რისკი – არაუზრუნველყოფილი სესხი ნაკლებ ფინანსურ რისკს გულისხმობს. უძრავ თუ მოძრავ ქონებას არ დებთ გირაოში. შესაბამისად, მისი დაკარგვის საფრთხე მინიმალურია.
  • მარტივი პროცედურა – თუ უზრუნველყოფილი კრედიტის აღებისას საჭიროა რიგი დოკუმენტების შეგროვება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, სწრაფი სესხების შემთხვევაში არ მოითხოვება ცნობები, რაც მომსახურებას კომფორტულს ხდის. 
  • სწრაფი მომსახურება – ონლაინ სესხები სწრაფად და მარტივად გაიცემა. თანხას ინტერნეტით, საბანკო ანგარიშზე იღებთ.

კრედიტი გირაოს გარეშე გაცილებით მარტივად გაიცემა, თქვენს უძრავ თუ მოძრავ ქონებას არ ემუქრება დაკარგვის საფრთხე. თანხას ხანმოკლე პროცედურის გავლით იღებთ და არ გიწევთ უამრავი ცნობის შეგროვება. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ და არ იცით რომელ კომპანიაში აიღოთ სესხი, გაეცანით შეთავაზებებს ჩვენს ვებგვერდზე და გააკეთეთ გონივრული არჩევანი.

კომენტარი

ზაზა : 6 წლის წინ

კარგი არის ტქვენი ოლაინ სესხები .მადლობთ