როგორ ავიღოთ სესხი უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს

ავტორი / 6 წლის წინ / 54 კომენტარი

სესხი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დასჭირდეს. თანამედროვე ცხოვრების რიტმს თან ახლავს გაუთვალისწინებელი ფინანსური სირთულეები. ამისათვის კი ჩვენი ბიუჯეტი ყოველთვის ვერ იქნება მზად. კრედიტის აღება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ როცა უარყოფითი საკრედიტო ისტორია გვაქვს. საფინანსო კომპანიები დიდ ყურადღებას აქცევენ აღნიშნულ ფაქტორს, რადგან სწორედ მისი საშუალებით აფასებენ გადაუხდელობის რისკს. როგორ შევამოწმოთ საკრედიტო ისტორია, გამოვასწოროთ და ავიღოთ სესხი?

საკრედიტო ისტორიის შემოწმება ყველა მსურველისთვის შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ „კრედიტინფო საქართველოს“ ვებგვერდს, მიუთითოთ პირადი მონაცემები და გაეცნოთ თქვენს რეიტინგს. საკრედიტო ისტორია მოიცავს ყველა ინფორმაციას თქვენი გადახდების შესახებ; როდის გქონდათ აღებული კრედიტი, რომელი კომპანიიდან, რომელ ვალუტაში, როდის დაფარეთ და სხვა. თუ სესხის აღებას აპირებთ უმჯობესია იცოდეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. ამის მიხედვით მარტივად განსაზღვრავთ თუ რომელ ფინანსურ დაწესებულებას მიმართოთ – ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თუ საკრედიტო კომპანიას. ბანკებში სესხის დამტკიცება ხანგძლივი პროცედურების გავლას უკავშირდება. მაღალ საკრედიტო რეიტინგთან ერთად, ხშირად საჭიროა დასაქმების ცნობა, ამონაწერი ან თავდები. აღნიშნული დოკუმენტების შეგროვებას კი დრო სჭირდება. საკრედიტო კომპანიებში შედარებით მარტივად ხდება კრედიტის გაცემა. განსაკუთრებით კი ონლაინ სესხის, რომლის მისაღებადაც მხოლოდ ვებგვერდზე რეგისტრაცია და პირადი მონაცემების მითითებაა საჭირო.

თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, დროა დაიწყოთ მისი გამოსწორება. ამის შანსი თქვენ ყოველთვის გაქვთ.

  • დაფარეთ მიმდინარე ვალდებულებები – თუ მიმდინარე ვალდებულება არ გექნებათ სესხის დამტკიცების შანსი გაიზრდება.
  • დროულად გადაიხადეთ სესხის თანხა – შეეცადეთ არ დაარღვიოთ გადახდის პირობები. ნებისმიერი ვადაგადაცილება უარყოფითად აისახება საკრედიტო რეიტინგზე და ნეგატიურ გავლენას იქონიებს კრედიტის დამტკიცებაზე. 
  • სესხი მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში აიღეთ - ახალი კრედიტის აღებისას გაითვალისწინეთ არსებული ვალდებულებები. გამოითვალეთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა. კრედიტი მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ.

სად შეიძლება აიღოთ სესხი უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს

თუ რომელიმე ბანკმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უარი გითხრათ სესხის დამტკიცებაზე, გაარკვიეთ უარის მიზეზი. დაიწყეთ საკრედიტო რეიტინგის გამოსწორება და არსებული დავალიანებების გადახდა. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო სექტორში ისეთი კომპანიებიც ოპერირებენ, სადაც სესხის აღება შედარებით მარტივად ხდება.

ონლაინ სესხი საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ თანხა. ხანგძლივი პროცედურების გავლის გარეშე. თქვენ არ დაგჭირდებათ კომპანიაში მისვლა ან დოკუმენტების მიტანა. არ მოგიწევთ დასაქმების ცნობის ან საბანკო ამონაწერის წარდგენა. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სეგმენტის მოქალაქისთვის. მთავარია გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და ონლაინ რეჟიმში შეავსოთ სესხის განაცხადის ფორმა. გადაწყვეტილება მაქსიმუმ 15 წუთში მიიღება და თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ხარჯების დასაზოგად მნიშვნელოვანია სესხის სწორად შერჩევა. სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ გაეცანით მათ პირობებს. გაარკვიეთ თუ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. ისესხეთ თანხა სწორად და შეამცირეთ გადასახადი თანხის ოდენობა.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა