როგორ დავიცვათ უსაფრთხოება ონლაინ სივრცეში

ავტორი / 6 წლის წინ / 4 კომენტარი

ციფრულ სამყაროში ინტერნეტის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. მისი საშუალებით უამრავი ადამიანი იხდის გადასახადებს, აწარმოებს მიმოწერას, სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით. ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად საფინანსო სერვისები ონლაინ სივრცეში ინაცვლებს. შესაბამისად, აქტუალური ხდება პერსონალური მონაცემებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხი. რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტით სარგებლობისას და როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები?

ინტერნეტში ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს ვებგვერდზე ვიზიტი, ნივთის ყიდვა თუ რეგისტრაცია ტოვებს გარკვეულ ინფორმაციას. განსაკუთრებით სიფრთხილეა გამოსაჩენი, როდესაც ითხოვენ საბანკო ანგარიშის მითითებას. ინტერნეტ შესყიდვებისას რეკომენდირებულია სანდო ვებგვერდებით სარგებლობა და რთული სიმბოლოების კომბინაციისგან შემდგარი პაროლის გამოყენება.

ბევრი ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (Cookies), რომლის საშუალებით ხდება მომხმარებლის მიერ მოძიებული ინფორმაციისა და ნანახი გვერდების დამახსოვრება. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიზიტორის ქცევის და ინტერესის შესწავლა. იმის გარკვევა თუ რამდენი ხანი გაჩერდა მომხმარებელი ვებგვერდზე, რას გაეცანო და სხვა. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით შემდეგ მისთვის ხდება სასურველი მომსახურების შეთავაზება. ხშირად აღნიშნულ ფაილს იყენებენ ინტერნეტ მაღაზიები. მომხმარებელს შეუძლია არ მისცეს ვებგვერდებს „მზა ჩანაწერების“ შექმნის და გამოყენების უფლება.

სწრაფი სესხები და უსაფრთხოება

სწრაფი სესხებით სარგებლობა სრულიად უსაფრთხოა. ფაქტი, რომ კომპანიები ონლაინ რეჟიმში გასცემენ ფულს, ეფუძნება მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნას გაცილებით მარტივად მიიღოს სესხი. კომპანიების ვებგვერდები და კლიენტების პირადი ინფორმაცია სრულიად დაცულია. თუ კრედიტორი დაარღვევს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, მას საკმაოდ დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

არასაბანკო კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ სესხთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია. იქნება ეს საპროცენტო განაკვეთი, წლიური საპროცენტო განაკვეთი თუ სხვა დამატებითი ხარჯი.

ვებგვერდის უსაფრთხოების შესამოწმებლად დააკვირდით თან ახლავს თუ არა დომენს https-ს ფონი და დახურული ბოქლომის ნიშანი. ასეთ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ვებგვერდი დაცულია.

ონლაინ ბანკი და უსაფრთხოება

დღეისათვის, მომხმარებელთა დიდი ნაწილი იყენებს დისტანციურ სერვისებს, რადგან ის მოსახერხებელი საშუალებაა საბანკო სერვისებით სარგებლობისთვის. ნებისმიერი ბანკი უზრუნველყოფს ინტერნეტ ბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, თუმცა საჭიროა მომხმარებლებმაც იცოდნენ და დაიცვან აღნიშნული ნორმები.

  • შეინახეთ პაროლები და Pin კოდი უსაფრთხო ადგილას – ნუ შეინახავთ საბანკო ბარათსა და Pin კოდს ერთიდაიგივე ადგილას. თუ ვინმე ინფორმაციას მოგთხოვთ, არ გაანდოთ პირადი მონაცემები უცნობ პირებს.
  • დაიცავით თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება – ისარგებლეთ ანტივირუსებით. ყურადღება გამოიჩინეთ Wifi სისტემების მიმართ და ნუ ისარგებლებთ ყველა მათგანით. ასევე, სიფრთხილე გმართებთ თუკი ინტერნეტ კაფის კომპიუტერით სარგებლობთ.
  • არ გაანდოთ ინტერნეტ ბანკის მონაცემენები მესამე პირს – ნუ ეტყვით სხვას თქვენი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელს, პაროლსა და კოდს. აღნიშნული ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახეთ.
  • ნუ ენდობით მეილებში არსებულ ბმულებს - არასოდეს გადახვიდეთ ინტერნეტ ბანკის ვებგვერდზე მეილებში არსებული ბმულებიდან. ყოველთვის აკრიფეთ ინტერნეტ ბანკის მისამართი ვებ ბრაუზერში.

ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა უსაფრთხოების ნორმებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ოპერაციების მიმართ, რათა დაიცვათ საბანკო ანგარიში თაღლითებისგან. აკონტროლეთ ციფრული ტექნიკის დაცულობა და ისარგებლეთ ანტივირუსებით.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა