როგორ გავართვათ თავი ფინანსურ პრობლემას

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

ავტომობილის გაფუჭება, ჯანმრთელობის გაუარესება, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა – ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ჩნდება მოულოდნელი პრობლემები, რომელიც დამატებით თანხას მოითხოვს. მსგავსი პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია საკუთარი რესურსით, რადგან შეუძლებელია შემოსავალი ზუსტად აკმაყოფილებდეს ფინანსურ მოთხოვნას. ამასთან, გაუთვალისწინებელი ხარჯი დამატებით თანხას საჭიროებს. როგორ უნდა გავართვათ თავი ფინანსურ პრობლემას და მოვიპოვოთ სტაბილურობა?

მოულოდნელი ფინანსური პრობლემების დროს ყოველთვის სასწრაფოდ გვჭირდება თანხა. ასეთ დროს ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალი ონლაინ სესხების სერვისით სარგებლობაა. თანხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. სესხის განაცხადის შევსება ინტერნეტით ხდება. მომხმარებელი ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს აკეთებს განაცხადს და ანგარიშზე იღებს თანხას.

სესხის დამტკიცების შემდეგ თანხა 15 წუთში ირიცხება ანგარიშზე. სესხის აღება ინტერნეტით მარტივია და მეტი კომფორტით გამოირჩევა. საბანკო სესხებისგან განსხვავებით არ მოითხოვს ხანგძლივი პროცედურის გავლას. თუ ბანკში თანხის მისაღებად საჭიროა ფილიალში მისვლა და რიგში დგომა, ონლაინ სესხი ამ პროცესის ალტერნატივაა, რომელსაც მეტი უპირატესობა აქვს; არ საჭიროებს ხანგძლივი პროცედურის გავლას, გირავნობას ან თავდების ყოლას.

ფინანსური სტაბილურობა – პრობლემების თავიდან არიდების გზა

ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად საჭიროა ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი კონტროლი. ფულის გონივრულად მოხმარებას სარგებელი მოაქვს. ხოლო გაუცნობიერებელ ხარჯვას დამატებითი პრობლემები. ფული, რომელსაც გამოვიმუშავებთ შეგვიძლია დავზოგოთ, დავხარჯოთ ან გავაკეთოთ ინვესტიცია, რათა მივიღოთ დამატებითი სარგებელი.

  • ფულის დაზოგვა - ფინანსების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფულის დაზოგვა. მცირე შემოსავლის პირობებშიც კი ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ თანხა შემოსავლის 10%-ის ფარგლებში. დანაზოგი გარკვეული მიზნით უნდა კეთდებოდეს და წინასწარ განისაზღვროს თუ რისთვის ვიწყებთ თანხის შეგროვებას.
  • ინვესტიცია - ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ რაში დავაბანდოთ ფული. ეს შეიძლება იყოს თანხის ჩადება სწავლაში, უძრავი ქონების ყიდვა, ბიზნესის დაწყება და სხვა. ინვესტიციის განხორციელებამდე საჭიროა ვიცნობდეთ სფეროს და გავაანალიზოთ რამდენად მომგებიანი ან რისკიანი შეიძლება იყოს არჩევანი.

ბიუჯეტი მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვას, ფინანსური გეგმის შესრულებაზე კონტროლს. საჭიროა გარკვეული ანალიზის გაკეთება; რამდენად აუცილებელია ეს ხარჯი? რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ? მსგავსი კითხვები გვეხმარება ხარჯების შემცირებასა და ფინანსების ეფექტურად მართვაში. ბიუჯეტი ისე უნდა შევადგინოთ, რომ შემოსავლებით ვახერხებდეთ ხარჯების დაფარვას. სხვა შემთხვევაში დაგვჭირდება შემოსავლის დამატებით წყაროებზე ზრუნვა.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა