როგორ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო პირობის სესხი

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

უპროცენტო კრედიტი, სესხის აღება სწრაფად და მარტივად – ასეთი შეთავაზებები ხშირად გვესმის. საკრედიტო კომპანიების მარკეტინგული მესიჯები მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული. კლიენტებიც აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებებით, იქნება ეს სესხი, განვადება თუ საკრედიტო ბარათი. ზოგიერთი მათგანი წარმატებით ფარავს ვალდებულებას, ზოგი კი დამატებით პრობლემას იქმნის. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას, როგორ უნდა შევამციროთ ხარჯი და ვისარგებლოთ საუკეთესო პირობის პროდუქტით?

საკრედიტო სექტორი პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობს, სანამ რომელიმე სერვისით ისარგებლებთ პირველ რიგში განსაზღვრეთ თუ რა მიზნით იღებთ სესხს. თუ თანხა ხანმოკლე პერიოდით გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ ვალდებულებას დაფარავთ მომდევნო ხელფასზე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მოკლევადიანი ონლაინ სესხების მომსახურებით. აღნიშნული სერვისის დახმარებით თანხას მოკლე დროში მიიღებთ, არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა და დოკუმენტების შეგროვება. თუ ფული ხანგძლივი ვადით გჭირდებათ და ისეთი მიზანი გაქვთ, როგორიცაა ავტომობილის ან ბინის შეძენა, ასეთ შემთხვევაში დახმარებას გაგიწევთ გრძელვადიანი სესხი.

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის აღებისას

სანამ რომელიმე პროდუქტით ისარგებლებთ გაეცანით მის პირობას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს;

  • სესხის ხელშეკრულების პირობები – ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისას თქვენ ხელს აწერთ ხელშეკრულებას. არ აქვს მნიშვნელობა თანხას ონლაინ რეჟიმში იღებთ თუ ფილიალში, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცანოთ სესხის ხელშეკრულებას, რათა ზუსტად იცოდეთ თუ რა ვალდებულება გეკისრებათ და რისი უფლება გაქვთ.
  • სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება რომ თან ახლდეს საკრედიტო პროდუქტს. მისი ცოდნა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ხარჯებს. წინასწარ იქნებით ინფორმირებული გადასახადი თანხისა და დამატებითი საკომისიოების შესახებ.
  • დოკუმენტების ხარჯი – თუ გრძელვადიანი სესხით აპირებთ სარგებლობას, დაგჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება. ზოგიერთი მათგანი ფასიანია, ამიტომ გაითვალისწინეთ აღნიშნული თანხაც.
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო – მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ სესხის ვადაზე ადრე დაფარვისას, ნაკლებ თანხას იხდის. თუმცა აქ უნდა გაითვალისწინოთ თუ რომელი ტიპის კრედიტს ფარავთ წინასწარ, რადგან ზოგიერთ მათგანს აქვს სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
  • დამატებითი ხარჯის ოდენობა – ზოგიერთ საკრედიტო პროდუქტს აქვს დამატებითი ხარჯი. ეს შეიძლება იყოს სესხის გაცემის საკომისიო. თუკი კრედიტის თანხა საბანკო ანგარიშზე გერიცხებათ და მის გატანას ბარათიდან აპირებთ, მას ექნება განაღდების საკომისიო. 

სესხის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში. შეძლებთ დაბალპროცენტიანი კრედიტით სარგებლობას და თანხის დროულად დაფარვას. ეს კი დადებითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც მომავალში გაგიმარტივებთ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობას უკეთესი პირობით.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა