რომელ ქვეყნებში გაიცემა იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში

ავტორი / 14 დღის წინ / 0 კომენტარი

უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღმოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში. ამისათვის კი იპოთეკური სესხის აღება დაგვჭირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბინებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, მისი ყიდვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. დაბალი შემოსავლის პირობებში თითქმის შეუძლებელია სახლის შეძენა დანაზოგით. ასეთ დროს გამოსავალი იპოთეკური სესხის აღებაა. იპოთეკური სესხი შესაძლოა გაიცეს შემდეგი მიზნობრიობით: ბინის შეძენა, რემონტი, მშენებლობა. 

იპოთეკური სესხები დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაბალია. კვლევითმა პორტალმა NUMBEO-მ იმ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყნები, სადაც აღნიშნული ტიპის კრედიტები ყველაზე იაფია. რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს იაპონია, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ხელმისაწვდომია. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი საშუალოდ 1,21 %-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი მსოფლიოში იაპონიაშია, სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ უცხოელებს, ვინაიდან მათზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა ვრცელდება. იაპონიაში იპოთეკური სესხის ასაღებად მოითხოვება ანგარიში რეზიდენტ ბანკში, რამდენიმეწლიანი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა. იპოთეკური სესხი ყველაზე ხელმიუწვდომებლი არგენტინაშია, სადაც საპროცენტო განაკვეთი 27,06%-ს შეადგენს. 

NUMBEO-ს რეიტინგის მიხედვით, იპოთეკური კრედიტები დაბალი პროცენტით გაიცემა შემდეგ ქვეყნებში: 

  • იაპონია - 1,21% 
  • შვეიცარია - 1,42% 
  • ფინეთი - 1,52% 
  • შვედეთი - 1,87% 
  • სლოვაკეთი - 1,92% 
  • გერმანია - 1,99% 
  • ჩეხეთი - 1,99% 
  • ლიტვა - 2,02% 
  • ავსტრია - 2,09% 
  • საფრანგეთი - 2,17%

იპოთეკური სესხები საქართველოში

ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სხვადასხვა პირობით გასცემენ იპოთეკურ სესხს. კრედიტის მისაღებად ძირითადი მოთხოვნაა ქონების უზრუნველყოფა. კრედიტორი აფასებს ქონების ღირებულებას და სწორედ ამის მიხედვით ადგენს სესხის ოდენობას. გრძელვადიანი ტიპის სესხების გაცემისას კრედიტორები ყურადღებას აქცევენ როგორც საკრედიტო ისტორიას, შემოსავლის ოდენობას, ასევე უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების ღირებულებას. ვინაიდან, შემოსავალის ოდენობა წლების მანძილზე შეიძლება შეიცვალოს, შესაბამისად მომხმარებელმა ვეღარ შეძლოს ვალდებულების გადახდა. უზრუნველყოფა კი იმის გარანტიაა, რომ კომპანია გადაუხდელობის შემთხვევაში შეძლებს გაცემული თანხის ამოღებას. 

გამომდინარე იქიდან, რომ იპოთეკური სესხი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა, რისკიც მაღალია. თანხის მიღებისას საჭიროა გამოითვალოთ პროდუქტის ყველა ხარჯი, გაითვალისწინოთ გადახდის შესაძლობლობა და მისი სტაბილურობა. იპოთეკური სესხის გონივრულად აღება თავიდან აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებს. ამასთან, შეძლებთ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გაკეთებას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა