სესხის აღება საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე

ავტორი / 7 წლის წინ / 1086 კომენტარი

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა სარგებლობს კრედიტებით. ბევრ მათგანს კი ხშირად ექმნება პრობლემა სესხის დროულად გადახდისას. თუ მომხმარებელს ოდესმე აუღია კრედიტი ბანკში ან ნებისმიერ საფინანსო კომპანიაში, მისი მონაცემები აუცილებლად ფიქსირდება „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში.

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა მომხმარებელს, ვისაც ოდესმე უსარგებლია სესხით. ამონაწერში კი დეტალურად არის მოცემული ყველა ინფორმაცია; რომელი კომპანიიდან ქონდა კლიენტს სესხი აღებული, რა პროდუქტით სარგებლობდა, რომელ ვალუტაში აიღო კრედიტი. ამის მიხედვით, „კრედიტინფოში“ მოიპოვება ნეგატიური ან პოზიტიური საკრედიტო ისტორია. თუ კლიენტს არ ქონია ვადაგადაცილება ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში, ხოლო თუ მან ვერ მოახერხა თანხის დროულად დაფარვა და ქონდა ვადაგადაცილება, ხვდება ნეგატიურ ჩანაწერში. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში, სესხის დაფარვიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ იშლება მონაცემები. შესაბამისად, თუ მომხმარებელს ამ დროის განმავლობაში დასჭირდა სესხი, შესაძლოა ბანკიდან ან ნებისმიერი სხვა საფინანსო კომპანიიდან უარი მიიღოს. მაშინ რა უნდა ქნას მან, ვის უნდა მიმართოს საჭირო თანხის მისაღებად?

ონლაინ სესხი საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე

საკრედიტო ბაზარზე უამრავი კომპანია ოპერირებს, სადაც საჭირო თანხის მიღება საკრედიტო ისტორიის შემოწმების გარეშე ხდება. სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე ხელსაყრელი პირობაა. ამ მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებში. მათი საშუალებით მოკლევადიანი სესხის აღება სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად ხდება. ამ ტიპის სესხები ბევრი უპირატესობით გამოირჩევიან;

  • სისწრაფე – თანხის მიღება 15 წუთში ერთ დროს არარეალური იყო, რადგან ბანკში სესხის ასაღებად რიგი პროცედურების გავლა მოითხოვებოდა. ონლაინ სესხები უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭირო თანხა მომხმარებელმა უმოკლეს დროში მიიღოს და ფინანსური პრობლემაც მარტივად გადაჭრას.
  • მოქნილობა – სწრაფი სესხი მოქნილობით გამოირჩევა, რომელიც ზოგავს კლიენტის დროს. მომსახურებით სარგებლობისთვის არ მოითხოვება დასაქმების ცნობა, თავდები, ამონაწერი.
  • კომფორტი – სესხის აღება სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერი სასურველი ადგილიდან უკვე დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის. უამრავი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როცა კლიენტი ვერ მიდის ფილიალში და თანხა სასწრაფოდ სჭირდება. მათ შორისაა ქალაქგარეთ ყოფნა, არასამუშაო საათები. სწრაფი სესხების კომფორტი კი სწორედ ისაა, რომ თანხის აღება ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში შეიძლება.

გრძელვადიანი სესხები და დადებითი საკრედიტო ისტორია

ბოლო პერიოდში, საკრედიტო კომპანიებმა ახალი სერვისი - გრძელვადიანი ონლაინ სესხი წარმოადგინეს. პროდუქტის უპირატესობა გაზრდილ ლიმიტსა და სისწრაფეში მდგომარეობს. თუკი მოკლევადიანი სესხის სახით მცირე თანხის მიღება შეიძლება, გრძელვადიან სესხზე ლიმიტი გაცილებით მაღალია, დაფარვის ვადა კი ხანგძლივი.

გრძელვადიანი სესხი ისტორიის გადამოწმების გარეშე არ გაიცემა. კომპანია დიდ თანხას გასცემს, შესაბამისად, რისკებს აზღვევს და ეცნობა კლიენტის წარსულ გადახდებს. ონლაინ სესხების ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ მომხმარებელი თუ დროულად ვერ ახერხებს სესხის გადახდას, შეუძლია ისარგებლოს გადავადების სერვისით და თანხა გადაიხადოს მოგვიანებით, მისთვის სასურველ დროს.

დადებითი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად მნიშვნელოვანია მომხმარებელმა სესხის თანხა დროულად დაფაროს. ხშირად 1 დღის ვადაგადაცილებაც უარყოფითად ისახება. დადებითი საკრედიტო ისტორია კი სესხის დამტკიცების გარანტიაა. 

ტეგები

კომენტარი

Levani : 5 წლის წინ

Kargia

sergo : 6 წლის წინ

gamarjobat rogor sheileba sakredito istoriis gareshe avigo sesxi

Tamuna : 6 წლის წინ

Sesxi mesajiroeba gtxovt

მანანა : 7 წლის წინ

Rogor unda gavaketo ganacxadi sakredito istoriis gadamocmebis gareshe

მანანა : 7 წლის წინ

Rogor unda gavaketo ganacxadi sakredito istoriis gadamocmebis gareshe

Lika : 7 წლის წინ

dzalian minda sesxi avigo