შეძლებთ თუ არა 0%-იანი სესხით სარგებლობას

ავტორი / 5 წლის წინ / 0 კომენტარი

,,უპროცენტო განვადება, 0%-იანი სესხი, თანხა სახლიდან გაუსვლელად’’ - ასეთი შეთავაზებები ხშირად გვესმის ან გვხვდება სარეკლამო სივრცეში. რას გვთავაზობენ საფინანსო კომპანიები და რამდენად რეალურია 0%-იანი სესხის აღება ან უპროცენტო განვადებით სარგებლობა? 

საკრედიტო კომპანიების მიზანია მარტივად და სწრაფად მიიზიდონ ახალი მომხმარებლები, შექმნან ლოიალობის პროგრამა და შეინარჩუნონ არსებული კლიენტები. კრედიტორები სხვადასხვა სახის პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მათ შორისაა უპროცენტო განვადება. მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ უპროცენტო განვადების შემთხვევაში მხოლოდ შეძენილი პროდუქციის ფასს იხდიან, რადგან საპროცენტო განაკვეთი 0%-ს შეადგენს. მართალია, უპროცენტო განვადებისას პროცენტი ნულს შეადგენს, მაგრამ მომხმარებელი იხდის გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ასევე ფასნამატს, რაც პროდუქტიის საწყის ფასს აძვირებს. 

უპროცენტო განვადების დროს, სესხის თანხა 3-დან 36 თვემდე, ხოლო მოცულობა 100 – 5 000 ლარამდეა. უპროცენტო განვადებისას მომხმარებელი იხდის სესხის დამტკიცების ან გაცემის საკომისიოს. შესაბამისად, მეტი ხარჯი აქვს.

ვის შეუძლია 0%-იანი სესხის აღება?

უპროცენტო სესხი ძირითად შემთხვევაში ახალი მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, კომპანიების მიზანი ახალი კლიენტების მოზიდვაა. მომდევნო კრედიტი უკვე პროცენტით გაიცემა. თუკი თქვენ რომელიმე კრედიტორისგან აგიღიათ სესხი, მაშინ ამ კომპანიისგან ვეღარ ისარგებლებთ უპროცენტო კრედიტით. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაელოდოთ სპეციალურ აქციებს ან შეთავაზებებს ერთგული კლიენტებისთვის. 

კომპანიები პირველ სესხს მცირე საკრედიტო ლიმიტით გასცემენ, რაც იმას ნიშნავს რომ უპროცენტოდ მხოლოდ მცირე თანხის მიღებას შეძლებთ. რომელი საკრედიტო კომპანიის მომსახურებითაც არ უნდა სარგებლობდეთ, საჭიროა წინასწარ გაარკვიოთ მომსახურების პირობები. მათ შორის: 

  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება გქონდეთ პროდუქტით სარგებლობის მანძილზე. მისი ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ ხარჯების ოდენობა. 
  • ხელშეკრულების დეტალურად წაკითხვა საშუალებას მოგცემთ წინასწარ გაიგოთ თქვენი უფლება-მოვალეობების შესახებ. ამასთან, გაარკვიოთ თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ. 

სესხის აღებამდე დაფიქრდით გადახდის რესურსზე; რამდენად სტაბილურია თქვენი შემოსავალი, რამდენად გეყოფათ ყოველთვიური შემოსავალი აუცილებელი ხარჯებისა და პროცენტის დასაფარად. თუკი პროცენტის გადახდას დროულად ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების მომსახურებით, თუმცა ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებითი თანხის გადახდა. კრედიტის სწორად შერჩევა გაგიმარტივებთ მარტივად გადახდას. ხოლო დროულად დაფარული ვალდებულება შეგიქმნით დადებით საკრედიტო ისტორიას, რაც მომავალში დაგეხმარებათ კრედიტის გაუმჯობესებული პირობით აღებაში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა