ავტო ლომბარდი მანქანის ტარების უფლებით

თუ სესხის აღება გეჩქარებათ, არ გაქვთ დრო უამრავი დოკუმენტის შესაგროვებლად და ამასთან გყავთ ავტომობილი, ავტო ლომბარდი თანხის სწრაფად მიღებაში გაგიწევთ დახმარებას. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საფინანსო კომპანიებში. განაცხადის შევსება ხდება, როგორც ფილიალში, ასევე ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში. თანხის მიღების დრო დაახლოებით ერთი საათია. მომსახურებით სარგებლობისთვის მინიმალური საბუთებია საჭირო; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

რა პროცედურები უნდა გაიაროთ სესხის მისაღებად? თავდაპირველად კომპანიის ავტო ექსპერტები აფასებენ მანქანის მდგომარეობას და ადგენენ მის ღირებულებას. ეს ითვალისწინებს ავტომობილის მარკის, წლოვანებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასებას. ავტომობილის ფასის მიხედვით განისაზღვრება სესხის ოდენობა. გადახდა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. გადახდისას პროცენტთან ერთად, იფარება სესხის ძირი თანხა. ბევრი ავტო ლომბარდი საკმაოდ მიმზიდველ, დაბალ საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობს.

ავტო ლომბარდის მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია მანქანის დაგირავება, მართალია, ავტომობილი თქვენს სახელზე რჩება, მაგრამ იტვირთება გირავნობით. კომპანიების უმრავლესობა შესაძლებლობას გაძლევთ თავად აირჩიოთ მომსახურების პირობა; გააგრძელებთ მანქანის მართვას თუ გააჩერებთ მას ავტოსადგომზე. ხშირ შემთხვევაში, საპროცენტო განკვეთი უფრო მაღალია მანქანის მართვის უფლებით სარგებლობაზე. თუ ვალდებულების დასაფარი თანხა წინასწარ გექნებათ, ნებისმიერ დროს შეძლებთ ავტომობილის გამოსყიდვას.

500 ლარი 100000 ლარი
1 თვე 5 წელი
სესხის ვადა: 1095დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი წლიური ეფექტური % სესხის თანხა სესხის ვადა
არაფერი მოიძებნა.

რა უპირატესობით გამოირჩევა ავტო ლომბარდი

  • სესხის ლიმიტი – კომპანიები მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხას გასცემენ სესხად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შედარებით დიდი მოცულობით გჭირდებათ ფული, თამამად შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ სერვისს.
  • სწრაფი მომსახურება – თუ სხვა ტიპის სესხების მისაღებად მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება, კომპანიაში ვიზიტი და ლოდინი თუ როდის დაირიცხება თანხა ანგარიშზე, ავტო ლომბარდი თანხის სწრაფად მიღებით გამოირჩევა. არ არის საჭირო უამრავი ცნობის შეგროვება. საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  • მინიმალური მოთხოვნა – სესხის ასაღებად მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო. მთავარია გქონდეთ პირადობის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
  • მანქანის ტარების შესაძლებლობა – მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე ვრცელდება გირავნობა, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მისი მართვა. ხოლო ვალდებულების დაფარვის შემდეგ გამოისყიდოთ.

ავტო ლომბარდი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს ან არ არის დასაქმებული. ნეგატიური საკრედიტო ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ კლიენტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ძველი სესხების დაფარვისას ან ჯერ კიდევ არ აქვს გადახდილი არსებული ვალდებულებები. ავტო ლომბარდის შემთხვევაში, კომპანია ნაკლებად აქცევს ყურადღებას აღნიშნულ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურებით სარგებლობა მარტივია დაბალი საკრედიტო რეიტინგის პირობებშიც, აუცილებელია ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და სანამ რომელიმე მომსახურებით ისარგებლებთ, შეაფასოთ პირობები და გადახდის რესურსი.

რა უნდა გაითვალისწინოთ ავტო ლომბარდის მომსახურებით სარგებლობისას

  • დამატებითი ხარჯები – დააზუსტეთ დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლოა კრედიტორი ითხოვდეს მანქანის დაზღვევას, გაიგეთ თუ ვინ გადაიხდის აღნიშნულ თანხას.
  • საპროცენტო განაკვეთი – სანამ რომელიმე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ, გაარკვიეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თუ რა თანხის გადახდა დაგჭირდებათ. ბევრი avto lombardi დაბალ საპროცენტო განაკვეთში გასცემს თანხას.
  • გადახდის შესაძლებლობა – გამოითვალეთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. მთლიან შემოსავალს გამოაკელით აუცილებელი ხარჯები და დაფიქრდით დარჩენილი თანხით თუ შეძლებთ სესხის გადახდას.

გაითვალისწინეთ, რომ ავტო ლომბარდით სარგებლობისას თქვენ გირაოში დებთ ავტომობილს. შესაბამისად, თუკი ვალდებულების დაფარვას ვერ შეძლებთ შეიძლება საფრთხე შეექმნას თქვენს მანქანას. მომსახურების პირობის დეტალურად გაცნობა და გათვალისწინება თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯს.

კომენტარი

kaxaberi : 5 წლის წინ

rialuri da sauketeso pirobebi ari

Ani dzidziguri : 6 წლის წინ

ძალიან მეჩქარება