რა არის იპოთეკური სესხი და როგორია პირობები

ფიქრობთ ბინის ან აგარაკის შეძენას, სახლის აშენებას ან გარემონტებას? - იპოთეკური სესხი გაგიწევთ დახმარებას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ აიღოთ სასურველი რაოდენობის თანხა და სურვილები აქციოთ რეალობად. 

500 ლარი 50000 ლარი
სესხის ვადა: 1095დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი პირველი სესხი სესხის თანხა სესხის ვადა
CCcredit.geპროცენტით500 - 50000 ლარი1 თვე - 5წელი
მიიღე თანხა

იპოთეკური სესხი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, გრძელვადიანი კრედიტია, რომლის აღებაც შეგიძლიათ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: შემოსავლის ოდენობაზე, საკრედიტო ისტორიასა და ქონების ღირებულებაზე. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 15 წელია. იპოთეკური სესხი სრულად არ ფარავს იმ თანხას, რომელიც გესაჭიროებათ ბინის შესაძენად. კრედიტის მაქსიმალური თანხა ქონების ღირებულების გარკვეული ნაწილი იქნება. ამ თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი ჰქვია. ხშირ შემთხვევაში ის 70%-ით განისაზღვრება. კომპანიები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტს ქონების საბაზრო ღირებულების საფუძველზე ითვლიან.

გრძელვადიანი სესხები მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, თანხის მისაღებად საჭიროა ცნობების შეგროვება და შედარებით ხანგძლივი პროცედურის გავლა. კრედიტორები ითხოვენ დასაქმების ცნობას და ამონაწერს, რომლითაც დადასტურდება უწყვეტი ჩარიცხვები საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად კრედიტორმა შეიძლება დამატებით მოითხოვოს უზრუნველყოფა, რისი მიზანიც რისკების შემცირებაა. მაგ: შესაძლოა მომხმარებელს სესხის აღების დროს მაღალი შემოსავალი აქვს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში შეიძლება აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდეს და მან ვეღარ მოახერხოს სესხის დაფარვა. სწორედ ამიტომ კრედიტორები დამატებით ითხოვენ უზრუნველყოფას, რათა გაცემული თანხის ამოღება მოახდინონ.

ქონებით უზრუნველყოფილი სესხები ფინანსურ რისკებსაც შეიცავს. თუ ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებთ, თქვენი ქონება კრედიტორის საკუთრებაში გადავა. სესხის აღებისას ყურადღებით გაეცანით კომპანიის შემოთავაზებას და გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • სესხის ვალუტა – აიღეთ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი/ხელფასი გაქვთ. ასე მარტივად დაიზღვევთ თავს კურსთაშორის სხვაობისგან გამოწვეული ზარალისგან.
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – გაარკვიეთ რამდენს შეადგენს კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ყურადღება მიაქციეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სესხის გაცემის საკომისიო, წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო და სხვა.
  • სესხის ხელშეკრულება – გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და დააკვირდით ხარჯების ოდენობას. სესხის პირობებისა და თქვენი უფლება-მოვალეობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს.

რა უნდა იცოდეთ იპოთეკური სესხის აღებამდე

იპოთეკური სესხი გულისხმობს მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღებას. გაითვალისწინეთ, რომ მომავალში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს. დაფიქრდით რამდენად შეძლებთ ასეთ სიტუაციაში ვალდებულების დაფარვას. შეაგროვეთ ინფორმაცია ოჯახის ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. განსაზღვრეთ ხელზე ასაღები შემოსავალი, რომელიც ხელფასიდან ყველა სახის გადასახადის გადახდის შემდეგ გრჩებათ. შემდეგ შეადგინეთ სრული ჩამონათვალი, თუ რაზე ხარჯავთ ფულს. მათ შორის, არ დაგავიწყდეთ ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯები, როგორიცაა დღესასწაულებისთვის განკუთვნილი საჩუქრების, მანქანის შეკეთების, მკურნალობის თანხა. გამოითვალეთ ყოველთვიურად სესხზე გადასახადი თანხის ოდენობა და დაფიქრდით რამდენად შეძლებთ თქვენი შემოსავლის პირობებში ვალდებულების დაფარვას.

გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს, სანამ რომელიმე მათგანის პირობით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ საპროცენტო განაკვეთი და დამატებითი საკომისიოები. შეარჩიეთ დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი და დაზოგეთ ხარჯები. აიღეთ სესხი პასუხისმგებლობით და თავიდან აირიდეთ გაუთვალისწინებელი ფინანსური სირთულეები.

უძრავი ქონება სტაბილური აქტივია, რომლის ღირებულებაც მუდმივად მზარდია. ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი სარგებელი. ნუ იტყვით უარს ახალი კაპიტალის შეძენაზე. ისარგებლეთ იპოთეკური სესხით და აქციეთ სურვილი რეალობად! 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა