ლექსიკონი

ანაბარი

საკრედიტო დაწესებულებაში განთავსებული მომხმარებლის ფულადი თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესაბამისად დააბრუნოს მიღებული თანხა შესაბამის საპროცენტო სარგებელთან ერთად.

ბიუჯეტი

დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. ბიუჯეტი შეიძლება იყოს სახელმწიფო, რეგიონალური, ორგანიზაციის, ოჯახისა და სხვა. 

გრძელვადიანი სესხები

ხანგძლივი პერიოდით გაცემული სესხები, რომლის დასაფარად რამდენიმე წელია განკუთვნილი. ასეთი ტიპის კრედიტებს მიეკუთვნება; ავტო, იპოთეკური სესხი და სხვა.

დაკრედიტება

ფინანსური ინსტიტუტის მიერ კრედიტის გაცემა წინასწარ შეთანხმებული პროცენტით და უკან დაბრუნების პირობით. 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

ვალუტის კურსი

ერთი ქვეყნის ფულადი ერთეულის გამოსახვა მეორე ქვეყნის ფულად ერთეულში. ვალუტის გაყიდვის კურსი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე შესყიდვის. 

ზარალი

 ფინანსური ზიანი, დანაკარგი, რომელიც შეიძლება განიცადოს ორგანიზაციამ ან კერძო პირმა. 

თავდები

პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საკრედიტო კომპანიას სრული უფლება აქვს ვალის გადახდა დააკისროს თავდებს იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ვერ დაფარავს სესხის თანხას.

იდენტიფიკაცია

შესაბამისობის დადგენის პროცესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი შემთხვევები. მაგ: სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები ითხოვენ 1 თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე, რომლის მიზანიც არის მსესხებლის ანგარიშის გადამოწმება.

კრედიტი

თანხა, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის მიერ არის გაცემული და რომელიც უკან უნდა იქნეს დაბრუნებული დარიცხულ წლიურ პროცენტთან ერთად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

ლიზინგი

ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი, გააგრძელოს ხელშეკრულება ან დაუბრუნოს აღნიშნული ობიექტი მესაკუთრეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

დაწესებულება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა საფინანსო ოპერაციებით სარგებლობა; კრედიტის აღება, გზავნილების მიღება-გაგზავნა, ვალუტის გაცვლა და სხვა.

მსესხებელი

პირი, რომელიც იღებს სესხს საფინანსო კომპანიის ან კერძო პირისგან.

ნომინალი

ფულზე, ფასიან ქაღალდზე ასახული ფასი / ღირებულება.

ობლიგაცია

ფასიანი ქაღალდი, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ობლიგაციის მფლობელი იღებს დეპოზიტებზე მაღალ პროცენტს. კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მფლობელს ობლიგაციის ნომინალური ღირებულება და გადაუხადოს სარგებელი.

ოვერდრაფტი

მომხმარებლის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას დახარჯოს არსებულ თანხაზე მეტი. 

პერსონალური მონაცემები

ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს და იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

პირგასამტეხლო

ფულადი თანხა, რომელსაც კლიენტი იხდის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. 

პროლონგაცია

სხვადასხვა დოკუმენტის; ხელშეკრულების, სესხის, თამასუქის შეთანხმების ვადის გაგრძელება.

რეფინანსირება

ძველი ვალდებულებების გადაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით.

საკრედიტო ისტორია

''კრედიტინფო საქართველოს'' ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაცია იმ პირის შესახებ, ვისაც რომელიმე ტიპის სესხით უსარგებლია. საკრედიტო ისტორია ასახავს, თუ როგორი გადამხდელია ესა თუ ის პირი. აღნიშნული მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია ყველა საფინანსო კომპანიისთვის.

სამომხმარებლო სესხი

კრედიტი, რომელსაც იღებთ პირადი მოხმარებისათვის. სამომხმარებლო სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები და სხვა. სამოხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და მომხმარებლის შემოსავალის ოდენობაზე.

ტენდერი

აუქციონი, სადაც ხდება კომპანიების, კერძო პირების მიერ პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება თავიანთი შემოსავლის გაზრდის მიზნით. 

უზრუნველყოფა

კრედიტის ტიპი, რომლის მისაღებადაც საჭიროა უზრუნველყოფა. თუ ვალდებულება არ იქნება შესრულებული სრულად, კრედიტორს უფლება აქვს გაატაროს ღონისძიება თანხის დასაბრუნებლად. კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: იპოთეკა, საბანკო გარანტია, გირავნობა, თავდებობა, პირგასამტეხლო, და სხვა.

ფულადი გზავნილი

ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით ფულადი თანხის გაგზავნა-მიღება. 

ყადაღა

ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა; გასხვისება, დაგირავება, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებული ქონების ბედი წყდება სასამართლოში. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი აქტის საჯარო რეესტრისთვის გაგზავნის გზით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით და პასუხს აგებს მთელი მისი ქონებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი შეიძლება იყოს როგორ ერთი, ასევე რამდენიმე პირი. 

წინსწრებით დაფარვის საკომისიო

საკომისიო, რომელსაც იხდის მომხმარებელი, იმ შემთხვევაში, თუ სესხს წინასწარ ფარავს. 

ხარჯთაღრიცხვა

ფინანსური გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო ყველა ხარჯი. 

ჯარიმა

თანხა, რომელიც ეკისრება მომხმარებელს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილების დროს.

ჰონორარი

შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო.