ავტო სესხი - თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით

გჭირდებათ თანხა ავტომობილის შესაძენად, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა? ავტო სესხი სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი. თქვენ უკვე შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით. კომპანიების უმრავლესობაში ავტო სესხები ტარების უფლებით გაიცემა. მართალია მანქანა უზრუნველყოფაში რჩება, თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ განაგრძოთ მისი მართვა.

100 ლარი 100000 ლარი
1 თვე 6 წელი
სესხის ვადა: 1095დღე
სესხის თანხა:
კრედიტორი რეიტინგი წლიური ეფექტური % სესხის თანხა სესხის ვადა
არაფერი მოიძებნა.

ავტო სესხი მარტივად შეგიძლიათ აიღოთ

ამისათვის რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო:

  • გააცანით კომპანიას მანქანის მდგომარეობა.
  • კრედიტორი გააკეთებს მანქანის შეფასებას მისი წლოვანების, ძრავის სიმძლავრისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
  • შეთავაზების დადასტურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ სესხის თანხას.

ავტოსესხები სხვადასხვა პირობით შეგიძლიათ აიღოთ. ძირითად შემთხვევაში შემდეგნაირად ხდება: თქვენ იღებთ სესხს, ხოლო ავტომობილი რჩება უზრუნველყოფაში. თანხის სრულ დაფარვამდე მასზე ვრცელდება გირავნობა. თუ დროულად ვერ დააბრუნებთ სესხს, კრედიტორს აქვს  უფლება განახორციელოს მანქანის რეალიზება. იმ შემთხვევაში, როცა დროულად იხდით თანხას, თქვენ თავისუფლად აგრძელებთ მანქანის მართვას.

რა არის ავტო ლიზინგი და როგორია პირობები

ავტო ლიზინგი დაფინანსების მოპოვების სწრაფი საშუალებაა. კომპანია იძენს თქვენთვის ავტომობილს, ხოლო თქვენ ყოველთვიურად კომპანიას უხდით თანხას. ავტო ლიზინგით სარგებლობისას უზრუნველყოფის გარეშე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მანქანის გამოსყიდვა ან მოდელის შეცვლა.

avto sesxi მანქანის ღირებულების 100 %-მდე თანხის მიღების საშუალებას გაძლევთ. კრედიტორი აფასებს თქვენს ავტომობილს მისი გამოშვების წლისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ადგენს ფასს და განსაზღვრავს სესხის ოდენობას. თანხის მიღების დრო ძირითად შემთხვევაში არ აჭარბებს ერთ საათს.   

Credy24-ზე მინიკრედიტებთან ერთად შესაძლებელია სხვა ტიპის სესხების შედარებაც. ჩვენ გაწვდით დეტალურ და განახლებად ინფორმაციას სხვადასხვა მსესხებლის პირობების შესახებ.

credy24-ზე მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრედიტორების ავტო სესხის პირობების შესახებ. მათ შორისაა საპროცენტო განაკვეთი, თანხის ოდენობა და ვადა. მოცემული ინფორმაცია შესაძლოა უფრო მოცულობითი ყოფილიყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტო განვადება მაინც კომპლექსურია და ავტომობილის შეფასება სხვადასხვა პარამეტრებით ხდება.

ავტო სესხით სარგებლობისას მთელი რიგი უპირატესობებით სარგებლობთ:

  • სესხის გაზრდილი მოცულობა - სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები მაქსიმუმ 1500 ლარს გასცემს, ამ პროდუქტით კი შესაძლებელია გაცილებით მეტი თანხის მოთხოვნა და მიღება.
  • სისწრაფე - შეფასების პერიოდი და თანხის მიღების დრო მაქსიმალურად მცირეა. ბევრ კომპანიაში თანხა 1 საათში ან მაქსიმუმ 1 დღეში შეგიძლიათ მიიღოთ.
  • ონლაინ ხელმისაწვდომობა - სესხის აღების პროცესი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დაიწყოთ.
  • მანქანით სარგებლობის შესაძლებლობა _ ბევრი კომპანია უფლებას გაძლევთ, რომ უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი განაგრძოთ მანქანის მართვა.
  • მოქნილობა - კომპანიების ნაწილში შესაძლებელია პირობებზე მოლაპარაკება. ასე რომ სესხის მოცულობა და სხვა მახასიათებლები თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ.  

კომენტარი

ანზორი : 5 წლის წინ

მსურს ავტომობილის შეძენა ლიზინგით

paata : 6 წლის წინ

manqanis yidva minda

paata : 6 წლის წინ

sesxis gaketeba minda