ნეტკრედიტი

  • სესხის თანხა: 50 - 1000 ლარი
  • სესხის პირობები: 30 - 30დღე
  • გადაწყვეტილების მიღების დრო: 15წუთი
Netcredit
კვალიფიციური რეიტინგი: 4
ეწვიე საიტს

Netcredit.ge ფინანსური გუნდის Twino-ს წევრია, რომელიც მსოფლიოს 6 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. ნეტკრედიტი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ სწრაფი სესხით, რომლის ლიმიტი 50-დან 1000 ლარამდე მერყეობს, დაფარვის პერიოდი კი 30 დღეა. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი 5.86 %-ს შეადგენს, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 100%-ს. სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც უკვე შეუსრულდა 20 წელი და იმ პირებს, რომელთა ასაკი არ აღემატება საპენსიო ზღვარს.

ნეტკრედიტში სესხის მისაღებად არ მოითხოვება თავდები ან გირაო. ამასთან, არ არის საჭირო სახელფასო ამონაწერის წარდგენა.

რატომ უნდა ისარგებლოთ ნეტკრედიტის სერვისით?

  • გამჭვირვალობა – ნეტკრედიტს არ გააჩნია ფარული ხარჯი. ყველა პირობა მომხმარებლისთვის გამჭვირვალეა.
  • დამატებითი შეღავათები – თუ მომხმარებელი დროულად დაფარავს სესხის თანხას, საშუალება ექნება მომდევნო სესხი გაზრდილი ლიმიტით აიღოს.
  • სისწრაფე და მოქნილობა – სესხის დამტკიცება მცირე დროში ხდება. კლიენტს 15 წუთში ერიცხება მოთხოვნილი თანხა.

როგორ უნდა აიღოთ სესხი netcredit-ში?

ნეტკრედიტში სესხის აღების პროცესი სწრაფი და მარტივია. თანხის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლა დაგჭირდებათ:

  • აირჩიეთ თანხის ოდენობა – კალკულატორის საშუალებით აირჩიეთ საჭირო თანხის ოდენობა.
  • შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა – მას შემდეგ, რაც აირჩევთ საჭირო თანხის ოდენობას, დააჭირეთ ღილაკს „სესხის გაფორმება“
  • დაადასტურეთ პირობები – სესხის პირობების დათანხმების შემდეგ, მოთხოვნილ თანხას რამდენიმე წუთში მიიღებთ საბანკო ანგარიშზე.

თუ უკვე ხართ netcredit.ge-ს მომხმარებელი და დარეგისტრირებული ხართ ვებგვერდზე, შეგიძლიათ სესხი პირდაპირ მობილურით მოითხოვოთ. ამისათვის საჭიროა გააგზავნოთ შეტყობინება ნომერზე 91337 და მიუთითოთ თანხის ოდენობა, ვადა და პაროლი.

როგორ უნდა დაფაროთ სესხი?

სესხის დაფარვა რამდენიმე არხით შეგიძლიათ: სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ვებგვერდი mm.ge-დან ან netcredit.ge-ს Facebook გვერდიდან. კრედიტის დაფარვა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს. ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში იხდით წინსწრების საკომისიოს, რაც ძირითადი თანხის 2%-ს შეადგენს. ნეტკრედიტში შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების სერვისითაც. თუკი სესხს ვერ იხდით დროულად საშუალება გაქვთ მოითხოვოთ მისი გადავადება. სესხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტი 0.41 %-ს შეადგენს. 

კომენტარი

Madona : 3 თვის წინ

Sesxis ageba minda

მარიამ : 6 თვის წინ

Kargi momsaxureba da yuradghebiani tanamshromlebia