Solva

  • სესხის თანხა: 500 - 3000 ლარი
  • სესხის პირობები: 90 - 360დღე
  • გადაწყვეტილების მიღების დრო: 15წუთი
Solva
კვალიფიციური რეიტინგი: 5
ეწვიე საიტს

Solva საქართველოს საბანკო ბაზარზე მოქმედი ახალი თაობის, სწრაფი სესხების გამცემი კომპანიაა. იგი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის ID-Finance–ის წევრია, რომელიც 8 ქვეყანაში მათ შორის ევროპასა და ლათინო ამერიკაში ოპერირებს.

Solva -ს სწრაფი სესხები გამოუვალ მდგომარეობაშიკარგი ფინანსური დახმარებაა. კომპანია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც მომსახურებას მომხმარებელს დისტანციურ რეჟიმში აწვდის.

Solva კომფორტზეა ორიენტირებული. სახლიდან გაუსვლელად, მსესხებელს საშუალება აქვს ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ხელფასის დამადასტურებელი ცნობისა და გირავნობის გარეშე, კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობებით ისარგებლოს. Solva-ში გასაცემი თანხის ოდენობა 500-დან–3000 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო დაფარვის ლიმიტი 3 თვიდან არაუგვიანეს 12 თვეა.

სესხის დამტკიცება არ დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხდება. Solva დადებითი პასუხის შემთხვევაში, მსურველს თანხას, 5 წუთში მითითებულ ანგარიშის ნომერზე ურიცხავს.

Solva საკუთარი სერვისებით სარგებლობის საშუალებას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს. თუმცა, კომპანიას შიდა სტანდარტები და რეგულაციები აქვს, ამიტომ ასაკობრივი ზღვარის გამო solva სწრაფ სესხებს 20 წლიდან გაცემს.


რა მომსახურებებს გვთავაზობს სოლვა და როგორ ვისარგებლოთ სერვისებით

 

სოლვა დისტანციურ რეჟიმში, რამდენიმე ტიპის საკრედიტო მომსახურებას გთავაზობთ. თქვენ საშუალება გაქვთ სწრაფი სესხით და გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხით ისარგებლოთ .

სესხის ასაღებად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო:

  • უნდა დარეგისტრირდეთ სოლვას საიტზე და შეავსოთ განაცხადის ფორმა (სააპლიკაციო ფორმაში საჭიროა მიუთითოთ: მობილური ტელეფონის ნომერი, E-mail-ი, პირადი ნომერი და ის საბანკო რეკვიზიტები სადაც გინდათ რომ თანხა დაგერიცხოთ);
  • უნდა გაეცნოთ არსებულ ხელშეკრულებას და თანხმობის შემთხვევაში დააჭიროთ შესაბამის ღილაკს. (წესებსა და პირობებზე თანხმობის დაფიქსირება თქვენ მობილურ ტელეფონზე SMS კოდის გამოყენებით ხდება);
  • დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ პირადი კაბინეტი გექნებათ, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ;

სოლვა სხვა კომპანიებისგან იმით გამოირჩევა, რომ დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ. თუკი მომხმარებელს საშუალება აქვს აღებული თანხა წინსწრებით დაფაროს არც ეს წარმოადგენს პრობლემას, მას საკომისიოს გადახდის და ზედმეტი დანამატის გარეშე შეუძლია თანხის განულება. რაც შეეხება ვადაგადაცილებებს, სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თითოეულ დღეზე მომხარებელს 0,41%- ჯარიმის სახით დაერიცხება.

სოლვა გრძელვადიანი სესხით სარგებლობის საშუალებასაც გაძლევთ. ეს სერვისი სამომხმარებლო სესხის სახელითაცაა ცნობილი. მსესხებელს საშუალება აქვს ნებისმიერი სახის შენაძენი გააკეთოს, სახლი და ავტომანქანა გაარემონტოს, ან თუნდაც დასასვენებლად წავიდეს, ამისათვის კი თანხის მაქსიმალური რაოდენობა, 3000 ლარი მიიღოს.

საპროცენტო განაკვეთის და ყოველთვიური შენატანის დასადგენად აუცილებელია, რომ სოლვას სესხის კალკულატორით ისარგებლოთ. დასაფარი დროისა და თანხის მითითებით, სესხის კალკულატორი ავტომატურ რეჟიმში დაგითვლით რა საპროცენტო დანამატის გადახდა მოგიწევთ. კალკულატორი დაგეხმარებათ ზუსტად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი და დამატებითი პროცენტული მაჩვენებელიც გამოითვალოთ.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, კომპანიამ ფინანსური პრობლემა 3,5 ათას ადამიანს მოუგვარა. ხოლო სოლვას სერვისებით მუდმივად მომხმარებელთა 85 % სარგებლობს.

როგორ ითვალისწინებენ მომხმარებელთა სურვილებს სოლვაში?

სოლვა მომხმარებელთა უფლებების დაცვას დიდ ყურადღებას აქცევს.

კომპანიაში მსესხებლის უსაფრთხოებაზეც ზრუნავენ. თქვენი, როგორც მომხმარებლის პირადი მონაცემები კონფიდენციალურია და უმაღლეს დონეზეა დაცულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოლვას საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

კომპანია ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვას სოლვას ადმინისტრაცია დიდ დროს უთმობს. თუ თქვენ გარკვეული შეფერხება შეგექმნებათ, საშუალება გეძლევათ კომპანიის წარმომადგენლობას დაუკავშირდეთ და საკითხზე რეაგირება მოითხოვოთ.

სოლვას ერთ-ერთ მთავარ მიზანს მომხმარებელთა ინფორმირებულობა წარმოადგენს. მსესხებელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი სასესხო ვალდებულებები, რათა არც თავად დაზარალდეს და არც კომპანიის ინტერესები დააზარალოს.

ამიტომ, სანამ ონლაინ სესხის აღებას გადაწყვეტთ, სოლვა  კარგად დაფიქრებას და კონტრაქტის გულდასმით წაკითხვას გთავაზობთ, რათა შემდგომში, რიგ გაუგებრობებს ადგილი არ ჰქონდეს. 

კომენტარი

ეკატერინე : 5 წლის წინ

ძალიან მომწონს და ხშირად ვსარგებლობ

xatuna : 6 წლის წინ

msurs visargeblo kreditit

maka : 6 წლის წინ

momwons

Lasha : 6 წლის წინ

Me momwons tqveni pirobebi

zaza : 6 წლის წინ

ty kvelaferi egrea rasac gvtavazobt dzalian kargia

Badri : 6 წლის წინ

Madloba eseti dadebiti adamiani rom xart