როდის და რა შემთხვევაში ავიღოთ ავტო სესხი

ავტორი / 4 წლის წინ / 0 კომენტარი

ავტომობილებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი ადამიანისთვის კი მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ წამოუდგენელია. მანქანა არამარტო გადაადგილების, არამედ კომფორტის მიღების საშუალებაცაა. საკუთარი მანქანით ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია წასვლა, რაც გვეხმარება ვიყოთ დამოუკიდებელი ამინდისგან ან თუნდაც ავტობუსის ლოდინისგან. ძვირადღირებული ნივთების შეძენა არც ისე მარტივია საკუთარი შემოსავლით ან თუნდაც დანაზოგით. პრობლემის მოსაგვარებლად საკრედიტო კომპანიები გვთავაზობენ ავტო სესხებს. მომხმარებლებიც ხშირად მიმართავენ ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო კომპანიებს, რათა ისარგებლონ ამ მომსახურებით. ავტო სესხი მანქანის უზრუნველყოფით გაიცემა. მომხმარებელს შეუძლია მისი მართვა, მაგრამ მასზე ვრცელდება გირავნობა. კომპანიებში მანქანის ღირებულების 100%-მდე თანხის მიღება შეიძლება, ამისათვის ხდება ავტომობილის შეფასება და დგინდება მისი ღირებულება. სესხის ასაღებად მცირე რაოდენობის დოკუმენტების წარდგენაა საჭირო; ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, მფლობელისა და მსესხებლის პირადობის მოწმობა.

ავტო სესხის აღებისას ხშირად მოითხოვება დაზღვევა, რაც იმას გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ფინანსური ვალდებულება მანქანის დაზიანების ან სხვა უბედური შემთხვევის დროს. დაზღვევის თანხა დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებაზე. კრედიტორისთვის მანქანა იმის გარანტიაა რომ თანხას ნებისმიერ შემთხვევაში დაიბრუნებს, რადგან სესხი უზრუნველყოფით გაიცემა. სწორედ ამის გამო, ხშირად ავტო სესხის აღება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა სამომხმარებლო ან ონლაინ სესხის.

რა უნდა ვიცოდეთ ავტო სესხის აღებისას

ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტის სახეობაა, რომლის ასაღებად მოითხოვება უზრუნველყოფა. უზრუნველყოფილი სესხის აღებისას მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს მოახდინოს ჩადებული ქონების რეალიზება. სანამ სესხს აიღებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები;

  • განსაზღვრეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა – ნებისმიერი ტიპის სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვრული გქონდეთ თქვენი ბიუჯეტი და იცოდეთ თანხის ოდენობა, რომლის გადახდასაც შეძლებთ.
  • გამოითვალეთ ხარჯები – ავტო სესხით სარგებლობისას შესაძლოა სხვა დამატებითი ხარჯები გქონდეთ. წინსწრებით დაფარვის საკომისიო, გირავნობის ხარჯი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე.
  • წაიკითხეთ ხელშეკრულება –გონივრული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია სესხის ხელშეკრულების გაცნობა, თითოეული პუნქტის ზუსტად გაგება და წინასწარ გათვალისწინება. 

დღესდღეობით, ავტო სესხის აღება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო კომპანიებში. ხარჯების სწორად განსაზღვრა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ, გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს  და დაგეხმარებათ სესხის გონივრულად აღებაში. სანამ სესხს აიღებთ, დაფიქრდით მისაღებია თუ არა თქვენთვის კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობა. განსაზღვრეთ, ხომ არ შეიცავს ის რისკს ან უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

ავტო სესხის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მანქანის მართვა მაშინვე შეგიძლიათ. არ გჭირდებათ ფულის გროვება წლების განმავლობაში. ხოლო სესხის გადახდის შემდეგ, ავტომობილი თქვენს საკუთრებაშია. სესხის დაფარვა მარტივად, მოქნილი გრაფიკით შეგიძლიათ. თანხის დასაფარად ხშირად რამდენიმე წელიც არის განკუთვნილი. 

რომელ კომპანიაში ავიღოთ ავტო სესხი

ხშირად, როდესაც ძალიან გვინდა ავტომობილის შეძენა, ვჩქარობთ, არ ვაკვირდებით სესხის პირობას და ისე ვსარგებლობთ კომპანიის მომსახურებით. ავტო სესხის სწორად შესარჩევად კი მნიშვნელოვანია კრედიტორის პირობის ზუსტი ცოდნა. რა საპროცენტო განაკვეთი აქვს კომპანიას, რამდენის გადახდა მოგვიწევს. 

ავტო სესხი საუკეთესო არჩევანია მანქანის სწრაფად შესაძენად, რომელიც გეხმარებათ თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკით მარტივად იყიდოთ ავტომობილი. ამასთან, შესაძლებელია სესხის წინსწრებით დაფარვა თუკი დამატებითი თანხა გექნებათ.  ჩვენს ვებგვერდზე კრედიტორის სწორად შერჩევა მარტივია. გაეცანით კომპანიების პირობებს ერთ სივრცეში, შეადარეთ მათი მახასიათებლები ერთმანეთს და აიღეთ ნაკლებად ხარჯიანი სესხი.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა