მომენტალური ონლაინ სესხები credy24.ge-ზე

მომენტალური სესხები – როგორ ვისარგებლოთ ონლაინ კრედიტით?

ავტორი / 5 წლის წინ / 2074 კომენტარი

გადაიღალეთ და დასვენება გსურთ, თუმცა ამისათვის საკმარისი ფინანსური საშუალება არ გაგაჩნიათ? თქვენ შეგიძლიათ მომენტალური სესხებით ისარგებლოთ. სერვისი იმ პირებისთვისაა ვისაც სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი აქვს და თანხა გადაუდებელი შემთხვევის გამო ან საკუთარი სურვილების შესასრულებლად სჭირდება.

მომენტალური სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გავლის და ბანკში რიგში დგომის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ. ონლაინ სესხების უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს–მცირე დროში, კომფორტულად და მარტივად თანხის მიღება დღეს უკვე რეალობაა.

როგორ მივიღოთ სესხები მომენტალურად ?

იმისათვის რომ ონლაინ სერვისით ვისარგებლოთ, იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ბანკის შერჩევაა საჭირო, რომელიც დისტანციურ რეჟიმში სესხებს გასცემს. დღეს საქართველოში უამრავი კომპანია ოპერირებს, რომლებიც მსგავსი მიმართულებით მუშაობენ, ამიტომ სესხის აღებამდე უმჯობესია გაეცნოთ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ ბანკის შემოთავაზებას, გადახედოთ სასესხო ვალდებულებებს და დაითვალოთ ყოველთვიური შენატანი და მხოლოდ ამის შემდგომ აიღოთ მომენტალური სესხები.

სასურველი კრედიტის გამცემი კომპანიის არჩევის შემდგომ, დროა მის ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდეთ, ამისათვის ველების შესავსებად შემდეგი სახის ინფორმაციის შეყვანა მოგიწევთ:

  • სახელის და გვარის;
  • ტელეფონის ნომრის;
  • საცხოვრებელი ადგილის მისამართის;
  • ელექტრონული ფოსტის;
  • და იმ საბანკო რეკვიზიტების, სადაც გსურთ, რომ სესხის სახით მიღებული თანხა დაგერიცხოთ;

ელექტრონული განაცხადის შევსებიდან დაახლოებით 15 წუთში გეცნობებათ დადებითი ან უარყოფითი პასუხი. იმ შემთხვევაში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან ბანკმა მოთხოვნილი სესხი დაგიმტკიცათ, დაახლოებით 15 წუთია საჭირო იმისათვის, რომ თქვენ საბანკო ანგარიშზე თანხა აისახოს.

მომენტალური სესხის მიღება ძალიან კარგი საშუალებაა თქვენ ცხოვრებაში წამოჭრილი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმები დაგეკისრებათ. გარდა იმისა, რომ ეს დააზარალებს თქვენს ბიუეჯტს, ასევე ცუდად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და სამომავლოდ, როდესაც თანხა რეალურად დაგჭირდებათ, სესხის მიღება საკმაოდ რთული იქნება.

ამიტომ სესხის აღებამდე დაფიქრდით შეგწევთ თუ არა უნარი სასესხო ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ, თუ არიან თქვენ გარშემო ისეთი პირები, რომლებიც სესხის დაფარვაში დაგეხმარებიან. თუ ყველა რისკი კარგად გაქვთ გათვლილი მაშინ შეგიძლიათ თამამად ისარგებლოთ ონლაინ შემოთავაზებით.

იმ შემთხვევაში თუ ამდენმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაგაბნიათ, სესხები მომენტალურად შეგიძლიათ credy 24-ის დახმარებით მიიღოთ. ორგანიზაცია უზრუნველჰყოფს ისეთი სესხის შერჩევას, რომელიც თქვენ სურვილებზე იქნება მორგებული. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა