შეძლებთ თუ არა სესხის აღებას უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს

ავტორი / 5 წლის წინ / 91 კომენტარი

‘’სესხი 5 წუთში, დასაქმების ცნობის გარეშე, ონლაინ რეჟიმში’’ - მსგავსი შეთავაზებები ხშირად გვხვდება სატელევიზიო რეკლამებსა თუ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საჭირო თანხის მიღება მარტივია და პროცესი არ უკავშირდება ხანგძლივ პროცედურებს, საფინანსო ორგანიზაციები მაინც გვეუბნებიან უარს კრედიტის დამტკიცებაზე. ნებისმიერი ბანკი თუ საკრედიტო კომპანია ინდივიდუალურად აწესებს მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი. მოთხოვნებს შორისაა დადებითი საკრედიტო ისტორია. რას ითვალისწინებენ საფინანსო ორგანიზაციები სესხის დამტკიცებისას და როგორ უნდა გაზარდოთ კრედიტის დამტკიცების შანსი?

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ერთხელ მაინც უსარგებლია საკრედიტო პროდუქტით. ,,კრედიტინფო საქართველოს’’ ჩანაწერებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად კარგი გადამხდელი იყავით - ფარავდით სესხის თანხას დროულად თუ გქონდათ ვადაგადაცილებები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვენი საკრედიტო ისტორია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მონაცემები სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ იშლება. ხოლო დადებითის შემთხვევაში თანხის დაფარვიდან 7 წლის მანძილზე ინახება მონაცემები.

შეძლებთ თუ არა სესხის აღებას უარყოფითი საკრედიტო რეიტინგის დროს

მიმდინარე ვალდებულების ან უარყოფითი საკრედიტო ისტორიის დროს რთულია კრედიტის აღება ბანკებიდან. ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები კრედიტის გაცემისას ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. ამასთან ერთად, ბაზარზე ბევრი ისეთი კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფი ონლაინ სესხი არსებული ვალდებულების დროსაც აიღოთ. მომსახურების დახმარებით თანხას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღებთ. სესხის განაცხადს კი სასურველი საკრედიტო კომპანიის ვებგვერდზე შეავსებთ. კრედიტის ასაღებად მინიმალური დრო დაგჭირდებათ, მოთხოვნილი სესხის საკრედიტო ლიმიტი 5 წუთში აისახება თქვენს საბანკო ანგარიშზე. სერვისით სარგებლობისთვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ: საქართველოს მოქალაქეობა, ასაკი მინიმუმ 20 წელი. დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ინტერნეტთან კავშირი.

სწრაფი სესხის აღება უკვე გაზრდილი ლიმიტით შეიძლება. თუ თანხის ოდენობა დიდია, შესაძლოა საფინანსო კომპანიამ მოითხოვოს შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, გადაამოწმოს საკრედიტო ისტორია. ვინაიდან კრედიტორი ხანგძლივი პერიოდით გასცემს თანხას, აზღვევს რისკებს და შესაძლოა უზრუნველყოფაც მოითხოვოს.

დადებითი საკრედიტო ისტორია გაგიმარტივებთ სესხის აღებას თქვენზე მორგებული პირობით. საკრედიტო პროდუქტით სარგებლობას შეძლებთ როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ სხვა საკრედიტო კომპანიებში. მაღალი საკრედიტო რეიტინგის შესაქმნელად საჭიროა პასუხისმგებლობით მიუდგეთ დაკრედიტებას, სწორად შეაფასოთ გადახდის რესურსი და დროულად დაფაროთ არსებული ვალდებულება. 

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა