ბიტკოინი – ტრადიციული ფულის თანამედროვე ალტერნატივა

ავტორი / 7 წლის წინ / 10 კომენტარი

ტექნოლოგიების განვითარებამ ვირტუალური სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. 90-იანი წლებიდან გამოჩნდა ციფრული ვალუტები, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მომსახურების და საქონლის გაცვლა ინტერნეტით. ციფრული ფული წამოადგენს P2P (Peer-to-Peer) ანგარიშსწორების სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთთან პირდაპირ, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე. ეს მახასიათებელი მომხმარებლებს უმარტივებს ტრანზაქციის განხორციელების პროცესს, რადგან ისინი სრულიად დამოუკიდებლები არიან მსხვილი ბანკებისგან.

ციფრული ვალუტებიდან ყველაზე პოპულარული და წარმატებულია ბიტკოინი. მისი ღირებულება განისაზღვრება ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესები სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, რომელიც თავის მხრივ მათემატიკური ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა. კომპიუტერული პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის და მუშაობს გამჭვირვალედ. მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებულ ტრანზაქციებზე დაკვირვება ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია. ბიტკოინის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა საკუთარ კომპიუტერზე გადმოწეროს პროგრამა. ამის შემდეგ ის ქმნის ღია და დახურულ გასაღებებს. ღია გასაღები ქვეყნდება ბიტკოინის ქსელში, დახურული ინახება კომპიუტერში. მისი წაშლა ნიშნავს გასაღებთან დაკავშირებული მონეტების დაკარგვას.

ვალუტის გადარიცხვა სპეციალური სერვერების, ბიტკოინ მაინერების დახმარებით ხდება. მომხმარებელს შეუძლია თითოეული გადარიცხვის დროს ისარგებლოს 33 სიმბოლოიანი გასაღების საშუალებით და დაიცვას საკუთარი ანონიმურობა. ქსელში ჩართულ ადამიანებს საშუალება აქვთ ნახონ თუ რამდენი ბიტკოინი ირიცხება კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ ვის ეკუთვნის ეს მისამართი შეუძლებელია. ბიტკოინ მისამართი არ შეიცავს მფლობელის პირად ინფორმაციას.

ბლოკჩეინი – ბიტკოინის ციფრული საფულე

ციფრული ვალუტების შენახვა ავტომატურ რეჟიმში ხდება ციფრულ საფულეში, რომელიც ფართოდ პოპულარული საფულის Blockchain-ის სახელითაა ცნობილი. ბლოკჩეინის პლატფორმა წარმოადგენს ღია ქსელს, რომელიც ქმნის ინსტრუმენტებს და შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელებს თავისუფლად განხორციელონ ტრანზაქციები და აკონტროლონ ფინანსები. გარკვეულ ქვეყნებში ციფრული ვალუტები უკვე გადახდის ოფიციალურ საშუალებადაა აღიარებული. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ამარტივებს ტრანზაქციებს, რადგან აღარ არის საჭირო ბანკების, სახელმწიფო ორგანოებისა თუ აუდიტორების კონტროლი.

დღესდღეობით, ფინანსური ოპერაციები ხორციელდება შუამავლის საშუალებით. კერძოდ; ბანკები თუ სახელმწიფო ორგანოები მუდმივად ამოწმებენ ოპერაციის სიზუსტეს. ბლოკჩეინს მსგავსი მმართველი არ ყავს. ტრანზაქციები მოწმდება მონაწილეების მიერ, რაც უმარტივებთ მათ პროცედურებს. ქსელი ღიაა ნებისმიერი პირისთვის, თუმცა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლოდ რჩება.

ციფრული ვალუტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მომხმარებლები უკვე აქტიურად მიმართავენ მათ და ერთვებიან თანამედროვე ბიზნეს მარათონში. ასევე მზარდია ციფრული ვალუტების ფასი. 2017 წლის მარტის დასაწყისში, პირველად ისტორიაში ბიტკოინის ფასმა ოქროს ფასს გადააჭარბა. ბიტკოინის გადაცვლა შესაძლებელია საქართველოშიც.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა