მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები და საქართველო

ავტორი / 7 წლის წინ / 57 კომენტარი

ჟურნალმა Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემამ რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინა მოსახლეობის მსყიდველობის უნარი, ინფლაციის დონე და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი.

Global Finance-ი მოსახლეობის ცხოვრების პირობების შესახებ სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად ითვლის მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, განსაზღვრავს თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, როგორია სავალუტო რყევები, რა ღირებულება აქვს ისეთ აუცილებელ ნივთებს, როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი. ცხოვრების დონის გასარკვევად ადგენს ხალხის მსყიდველობის უნარს.

ყველაზე მდიდარი ქვეყნები მსოფლიოში

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  • კატარი (მშპ $129 512 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • მაკაო (მშპ $87 845 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • სინგაპური (მშპ $86 854 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • ბრუნეი (მშპ $77 662 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • ქუვეითი (მშპ $70 587 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • ირლანდია (მშპ $69 374 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • ნორვეგია (მშპ $69 031 ერთ სულ მოსახლეზე) 
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947) 
  • სან-მარინო (მშპ $64 465 ერთ სულ მოსახლეზე)

კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ყველაზე მდიდრულად კატარის მოქალაქეები ცხოვრობენ. სპარსეთის ყურის 1.7 მილიონიანი სახელმწიფო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების წყალობით რეიტინგის სათავეშია. Global Finance-ის რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ლუქსემბურგმა, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში ფინანსურ ცენტრად იქცა და საგადახდო სამოთხის სახელი დაიკავა.

საქართველომ 189 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა $10,099 შემოსავლით. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 63-ს, რუსეთი 52-ს, ხოლო სომხეთი კი 114-ზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სიაში მოხვედრილ ყველა ქვეყანას ერთი რამ აერთიანებს - მათი მოსახლეობა არც ისე დიდია.

ყველაზე ღარიბი ქვეყნები კი არიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ბურუნდი, ლიბერია, ნიგერი, მალავი, მოზამბიკი, გვინეა, ერითრეა, მადაგასკარი და კომორის კუნძულები. აშშ რეიტინგში მე-13 ადგილზე გავიდა, რუსეთი - 52-ე, დიდი ბრიტანეთი - 27-ე, გერმანია 28-ე.

Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და მას 163 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. საერთაშორისო გამოცემის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში. ხოლო მისი ოფისები წარმოდგენილია ლონდონსა და მილანში. გამოცემა აქვეყნებს ანგარიშებს საერთაშორისო საფინანსო სექტორზე, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კორპორატიული ფინანსები, რისკების მენეჯმენტი, პირდაპირი ინვესტიციები, ფულის მართვა, ბანკები და სხვა. ჟურნალი ასევე მართავს დაჯილდოების ცერემონიებს და ასახელებს გამარჯვებულ საფინანსო ინსტიტუტებსა და კომპანიებს.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა