5 ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთს

ავტორი / 6 წლის წინ / 2 კომენტარი

დამატებითი თანხის მიღება და საქმიანობის გაფართოვება ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა იმას, სტარტაპ კომპანიას ხელმძღვანელობთ თუ უკვე წლებია, რაც ჩართული ხართ ბიზნესში. დაფინანსების მოპოვება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ. დღეისათვის, ბევრი პროგრამა აფინანსებს სტარტაპებს, თუმცა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთს კი მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავს. როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სესხი და ისარგებლოთ საუკეთესო პირობით?

ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთს

  • ბიზნეს საქმიანობა - საფინანსო კომპანიები ზოგიერთ ბიზნეს საქმიანობას მაღალი რისკის შემცველად აფასებენ. ასეთ შემთხვევაში სესხის დამტკიცების შანსი მცირდება. ასევე, რისკიანია ისეთი ბიზნესის დაფინანსება, რომელიც ახლა იწყებს საქმიანობას. საკრედიტო კომპანიების უმრავლესობა ითხოვს მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას ბიზნეს საქმიანობის განხორციელებაში. თუ ორგანიზაცია სტარტაპია, შესაძლოა სესხი არ დაუმტკიცონ. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივად რჩება საკრედიტო ბარათით სარგებლობა.
  • საკრედიტო ისტორია - საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კრედიტის დამტკიცების შესაძლებლობასა და საპროცენტო განაკვეთს. იმისათვის რომ სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთში აიღოთ, საჭიროა გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია - არ გქონდეთ ვადაგადაცილება სესხზე, დროულად იხდიდეთ ვალდებულებებს. მაღალი საკრედიტო ისტორიის გარეშე რთული იქნება ტრადიციული საკრედიტო ორგანიზაციებისგან კრედიტის მიღება. ამასთან, ის გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთში იქნება.
  • ბიზნეს გეგმა - საქმიანობის წამოწყება ბიზნეს გეგმის გარეშე შეუძლებელია. ის მოქმედებს სესხის დამტკიცებასა და საპროცენტო განაკვეთზეც. სანამ საკრედიტო პროდუქტზე განაცხადს შეავსებთ, საჭიროა გქონდეთ ბიზნეს გეგმა. ის უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მენეჯმენტის შესახებ. მარკეტინგულ კვლევასა და გეგმას, მიმდინარე შემოსავლებს.
  • ფულადი ნაკადების სტაბილურობა - იმისათვის, რომ საკრედიტო კომპანიას აჩვენოთ შემოსავალი და დაარწმუნოთ, რომ შეძლებთ ვალდებულების გადახდას, საჭიროა გქონდეთ ფულადი ნაკადების სტაბილურობა. ყოველთვიური შემოსავალი უნდა იყოს სტაბილური და ზრდადი.
  • ეკონომიკური კლიმატი - მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტორების კონტროლი შესაძლებელია, მაინც არსებობს სხვა გარემოებები, რაც შესაძლოა არ ვიცოდეთ, თუმცა ის გავლენას ახდენდეს სესხის საპროცენტო განაკვეთზე. ზოგჯერ ეკონომიკური კლიმატი განსაკუთრებულად იდეალურია ბიზნესის ზრდისთვის.

ბიზნეს სესხის მიღება არც ისე ადვილია. იმის ცოდნა თუ რა ახდენს გავლენას საპროცენტო განაკვეთსა და კრედიტის დამტკიცებაზე გაგიმარტივებთ სასურველი დაფინანსების მიღებას. თუ მომავალში აპირებთ განაცხადის შევსებას ბიზნეს სესხზე, გაითვალისწინეთ აღნიშნული ფაქტორები. საფინანსო კომპანიის შერჩევისას კი ყურადღებით გაეცანით მის პირობას, საპროცენტო განაკვეთსა და ხარჯების ოდენობას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა