რა დამატებითი ჯარიმა შეიძლება დაგეკისროთ სესხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში

ავტორი / 5 წლის წინ / 9 კომენტარი

საფინანსო კომპანიების რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება. შესაბამისად, მატულობს კონკურენციაც. კომპანიები კლიენტების მოსაზიდათ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს მიმართავენ. უპროცენტო სესხი, 15 წუთში, ცნობების გარეშე – მსგავს შეთავაზებებს ხშირად შევხვდებით სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო რეკლამებში. ჩვენ, მომხმარებლები ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ისე ვსარგებლობთ საკრედიტო პროდუქტებით, რომ არ ვითვალისწინებთ მის პირობას. დაუფიქრებელი გადაწყვეტილების შედეგად კი ხშირად ვდგებით ფინანსური პრობლემის წინაშე. რა დამატებით ჯარიმას ითვალისწინებს სესხის დაგვიანებით გადახდა და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ზედმეტი საკომისიოების გადახდა? 

სესხის ხელშეკრულება მოიცავს ყველა ინფორმაციას პროდუქტის პირობის შესახებ. იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, გადასახადი თანხის ოდენობა საჭიროა ყურადღებით წავიკითხოთ ხელშეკრულება, გავითვალისწინოთ დამატებითი ხარჯების ოდენობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება მომსახურებით სარგებლობის შესახებ. სესხის ხელშეკრულებაში მოცემულია ჩვენი უფლება-მოვალეობა, ჯარიმის ოდენობა თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მომსახურებით სარგებლობამდე ვიცოდეთ თუ რას ვეთანხმებით და რა პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე. სესხის ხელშეკრულება დაგვიანებით გადახდის შემთხვევში მომხმარებელს აკისრებს დამატებით პირგასამტეხლოს. 

რა არის პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში მოგვიწევს მისი გადახდა

 

პირგასამტეხლო – ფულადი სანქციაა, რომელსაც კრედიტორი აკისრებს მომხმარებელს ხელშეკრულების დარღვევისთვის. მისი გამოყენება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ხდება. ეს შეიძლება იყოს როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე პროცენტის გადაუხდელობა. პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულია სესხის ხელშეკრულებაში და მომხმარებელმა წინასწარ იცის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება დამატებითი ჯარიმა. მაგალითად; თუ ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს უნდა გადაეხადა 2 000 ლარი, 2015 წლის 10 დეკემბერს და აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ დღეზე 0.5%, მომხმარებელმა თანხა დაფარა 20 დეკემბერს, მას დაეკისრება პირგასამტეხლო 10 დღეზე, რაც იქნება 100 ლარი. 

სესხის ხელშეკრულების დარღვევისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს პირგასამტეხლოს გადახდა. იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ თუ რამდენს შეადგენს ჯარიმა, საჭიროა გავეცნოთ პროდუქტის პირობას. ონლაინ სესხების მომსახურებას აქვს სესხის გადავადების სერვისი, რაც იმას გულისხმობს რომ მომხმარებელს შეუძლია მოგვიანებით გადაიხადოს კრედიტის სრული თანხა და ამით შეინარჩუნოს დადებითი საკრედიტო ისტორია. ამ შემთხვევაში ის თავიდან იცილებს ნეგატიურ ჩანაწერს საკრედიტო რეიტინგში, თუმცა იხდის სერვისის ღირებულებას. 

სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლას და დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღებას. კრედიტის გონივრულად შერჩევა გვეხმარება დაბალპროცენტიანი სესხის აღებასა და ვალდებულების დროულად დაფარვაში, თავიდან ვირიდებთ სესხის დაგვიანებით გადახდას, შესაბამისად, დამატებითი ჯარიმის გადახდას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა