რა გზით შეგვიძლია პასიური შემოსავლის მიღება

ავტორი / 3 წლის წინ / 1 კომენტარი

''უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის. შექმენით პასიური შემოსავლის წყარო და დატკბით ცხოვრებით.“ - ამბობდა როკფელერი და მართლაც, დღეისათვის ბევრი ადამიანი ცდილობს მოძებნოს ისეთი შემოსავლის წყარო, რომელიც მას დამატებით ფულს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოუტანს. რა არის პასიური შემოსავალი და რა გზით შეგვიძლია მისი მიღება?

პასიური შემოსავალი ნიშნავს ისეთ შემოსავალს, რომელსაც ადამიანი იღებს სხვადასხვა საქმიანობიდან. ეს შეიძლება იყოს დივიდენდები, იჯარა, პროცენტი, წილი და სხვა. აქტიური შემოსავლის მისაღებად ადამიანი გარკვეულ მომსახურებას წევს, ხარჯავს დროს და რესურსს. შედეგად, გამოიმუშავებს ხელფასს, ბონუსს. პასიური შემოსავლის შემთხვევაში კი თანხას მისი ჩართულობის გარეშე იღებს.

პასიური შემოსავლის მიღება შეიძლება პროდუქტის ან მომსახურების შექმნით. მაგ; თუ თქვენ გაქვთ პროდუქცია, რომელსაც ყიდით, შეგიძლიათ განათავსოთ მაღაზიებში, ან შექმნათ ვებგვერდი, სადაც მოახდენთ გაყიდვას. ასევე, თუ გაქვთ ვებგვერდი შეგიძლიათ განათავსოთ რეკლამა და ამ გზით მიიღოთ დამატებითი თანხა. სტაბილური პასიური შემოსავლის შესაქმნელად დაგჭირდებათ შრომა და გარკვეული ფინანსური რესურსი.

რა გზით შეგიძლიათ მიიღოთ პასიური შემოსავალი

პასიური შემოსავალის მიღება და ფინანსური თავისუფლების მოპოვება ბევრი ადამიანის ოცნებაა, თუმცა ამ ეტაპამდე ხალხის მცირე ნაწილია მისული. რა გზები და წყაროები არსებობს დამატებითი თანხის მისაღებად?

  • იჯარა – ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი პასიური შემოსავლის წყაროა ქონებიდან მიღებული იჯარა. მაგ: თუ ფლობთ სახლს, ფართს და აქირავებთ, იღებთ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას.
  • დივიდენდი – ეს არის მოგება, რომელსაც ანაწილებს სააქციო საზოგადოება თავის აქციონერებზე. თუკი თქვენ რომელიმე კომპანიის აქციებს შეიძენთ მოგებიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებთ.
  • პროცენტი – თუ გარკვეული თანხა გაქვთ, რომელსაც არ იყენებთ შეგიძლიათ განათავსოთ ვადიანი ტიპის ანაბარზე და გარკვეული პერიოდულობით მიიღოთ სარგებელი პროცენტის სახით.
  • შემოსავალი ვებგვერდიდან – თუ ისეთი ვებგვერდი გაქვთ, რომელსაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, შეგიძლიათ სარეკლამო ადგილები გაყიდოთ საიტზე და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. ამასთან, დღეისათვის საკმაოდ ბევრი ვებგვერდია, რომლებიც მათი პროდუქტის ონლაინ გაყიდვაში თქვენ გარკვეულ საკომისიოს გადაგიხდიან.

ფულის გააზრებულად დაბანდება საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პასიური შემოსავალი, რომელიც წლების განმავლობაში გაიზრდება. დამატებითი თანხის მიღება კი დაგეხმარებათ სტაბილურობის მოპოვებასა და ფინანსური სირთულეების თავიდან არიდებაში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა