რა თანხაა საჭირო ბედნიერებისთვის

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

ალბათ, ოდესმე გიოცნებიათ იმ დღეზე, როცა ლატარიაში გაიმარჯვებდით და აღარ მოგიწევდათ ფინანსურ საკითხებზე ზრუნვა. ბევრი ჩვენგანისთვის ბედნიერება სწორედ ფინანსურ კეთილდღეობას უკავშირდება – რამდენს გამოვიმუშავებთ, რა შევიძინეთ ან რამდენი გვაქვს საბანკო ანგარიშზე.

რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია ვმუშაობთ ან რამდენია ჩვენი შემოსავალი. ფაქტია, რომ რაც ახლა გვაქვს, არასდროს არის საკმარისი კმაყოფილებისთვის. ფული და ბედნიერება: ეს შეიძლება იყოს სარბენი ბილიკი, რომელიც არასდროს სრულდება. ამის მაგალითი კი შემდეგი ფაქტია: გაიხსენეთ თქვენი კარიერის დასაწყისი – რამდენს შეადგენდა თქვენი ანაზღაურება და შეადარეთ ამჟამინდელ ხელფასს. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს თუ ვინმე თქვენი კარიერის დასაწყისში იმდენს შემოგთავაზებდათ, რაც ახლა გაქვთ.

შემოსავალი და სურვილები

Wall Street Journal-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ სიმდიდრე არ არის კმაყოფილების გარანტია. ადამიანებს შესანიშნავად შეგვიძლია პოზიტიური ცვლილებების გამოყენება ცხოვრებაში. „თუ ხელფასი გაგეზარდათ, ეს გაძლევთ მეტის შესაძლებლობას, მაგრამ თქვენი სურვილი ამასთან ერთად იზრდება“ - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სონია სუბომირსკი. შესაძლოა იყიდეთ უფრო დიდი სახლი თქვენს სამეზობლოში, მაგარამ თუ თქვენი მეზობელი უფრო მდიდარია. თქვენც გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ გქონდეთ უკეთესი სახლი. მსგავსი დამოკიდებულების თავიდან არიდება ნამდვილად დიდი გამოწვევაა.

თუ ფული არასდროსაა საკმარისი, როგორ ვიქნებით კმაყოფილი და ბედნიერი? იმის ნაცვლად, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გამოიყენოთ ბედნიერების საზომად, დაიწყეთ თქვენი მიღწევების გაზომვა არაფინანსური ფაქტორითაც. ამის გაკეთება მარტივია:

  • მეტი დრო გაატარეთ იმ ხალხთან, ვინც გიყვართ – იმის ნაცვლად, რომ თქვენი დრო მოახმაროთ ფულის გამომუშავებას, რათა შეიძინოთ „არასაჭირო ნივთები“, გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან, ვინც გიყვართ. თქვენ გაცილებით ბედნიერი გახდებით.
  • იფიქრეთ იმ ადგილებზე, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობდით – ცხადია, პარიზი მშვენიერი არჩევანი იქნებოდა დასვენებისთვის, მაგრამ არის სხვა ადგილებიც, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და თავი დასვენებულად იგრძნოთ.
  • იფიქრეთ თქვენს ფინანსურ მიღწევებზე – თუ თავდაუზოგავად მუშაობთ იმისათვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიოთ, გამოყავით დრო იმის აღსანიშნავად, რომ თქვენ უკვე მიაღწიეთ გარკვეულ ეტაპს. თქვენ შთაგონებული დარჩებით საკუთარი თავით.
  • იყავით მადლიერი – ყოველდღიურად ჩამოწერეთ თუ რითი ხართ მადლიერი. მალე, ბევრ მიზეზს აღმოაჩენთ ბედნიერებისთვის. ნამდვილი ბედნიერება კი შეიძლება იპოვოთ მაშინ, როცა მზიან დღეს ბავშვებთან ატარებთ, რომანტიული პიკნიკი გაქვთ ან უახლოეს მეგობართან საუბრობთ.

თუ ბედნიერი ხართ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარებით, საკმარის ფულს შეუძლია მოგიტანოთ მეტი თავისუფალი დრო. თუ მოგზაურობა და ახალი ქვეყნების აღმოჩენა გიყვართ, ფულით შეგიძლიათ იყიდოთ ბილეთი. გაანაწილეთ დრო პრიორიტეტების მიხედვით და მალე ბევრ მიზეზს იპოვით ბედნიერებისთვის. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რა გინდათ. დაიცავით ბალანსი შემოსავალსა და ცხოვრების ხარისხს შორის და ნახავთ, რომ ბედნიერების ხარისხი საგრძნობლად გაიზრდება.

ტეგები

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა