რა უნდა იცოდეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების შეთავაზებების შედარებისას

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კეთილდღეობას. ბიუჯეტის დაგეგმვა, ფულის დაზოგვა, სასესხო პროდუქტებით სარგებლობა - ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს თუ რაში დავხარჯოთ ფული, როგორ გავანაწილოთ ბიუჯეტი, დავზოგოთ თანხა თუ ავიღოთ სესხი.

მომხმარებლები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ზოგი დაბალი შემოსავლის პირობებშიც ახერხებს ფულის შენახვას, ზოგი კი მაღალი შემოსავლის მიუხედავად მაინც ვერ ზოგავს თანხას. რაც არ უნდა ზუსტად გვქონდეს ბიუჯეტი შედგენილი, ცხოვრებაში მაინც ჩნდება მოულოდნელი სიტუაციები, რომლიც დამატებით ფინანსებს საჭიროებს. ასეთ დროს აუცილებელი ხდება სესხის აღება. მომხმარებელთა ნაწილი გადაწყვეტილების მიღებამდე სხვადასხვა კომპანიის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ნაწილი კი საერთოდ არ ეცნობა კრედიტორების პირობებს. მაშინ როდესაც, გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შეთავაზებების გაცნობა, ერთმანეთთან შედარება და საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

რა უნდა გავითვალისწინოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების შეთავაზებების შედარებისას

კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საფინანსო სექტორში ოპერირებენ მზარდია. ბაზარზე წარმოდგენილი არიან როგორც ბანკები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ სესხის გამცემი კრედიტორები. თითოეული მათგანი განსხვავებულ პროდუქტებსა და პირობებს გვთავაზობს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • სესხის მიზნობრიობის განსაზღვრა – კრედიტის აღებისას პირველ რიგში განსაზღვრეთ რისთვის იღებთ თანხას, ეს არის მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის მოგვარება თუ გრძელვადიანი მიზანი, როგორიც შეიძლება იყოს მანქანის ან ბინის შეძენა.
  • სესხის ტიპის შერჩევა – თუ თქვენ მოკლე პერიოდით გჭირდებათ თანხა და მის დაფარვას ერთი თვის ვადაში შეძლებთ ონლაინ სესხების სერვისი სწორი არჩევანი იქნება. ხოლო თუ მანქანის შეძენას აპირებთ და სესხის დასაფარად რამდენიმე წელი დაგჭირდებათ, ავტო სესხების პროდუქტი დაგეხმარებათ.
  • სხვადასხვა კომპანიის შეთავაზების გაცნობა – სასურველი ტიპის საკრედიტო პროდუქტის შერჩევის შემდეგ, გაეცანით მათ შეთავაზებებს. შეადარეთ პირობები ერთმანეთს და შეარჩიეთ ისეთი კრედიტორი, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი ექნება.
  • პროდუქტის პირობის გათვალისწინება – თითოეულ საკრედიტო პროდუქტს თავისი პირობა აქვს - ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა, თანხის ოდენობა. იმისათვის, რომ ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ ფინანსური ხარჯების შესახებ, საჭიროა გაეცნოთ გადახდის გრაფიკს და გაარკვიოთ კრედიტის წინსწრებით დაფარვის ან დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა.

საფინანსო პროდუქტის პირობების ერთმანეთთან შედარება საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული მომსახურება, ისარგებლოთ დაბალ პროცენტიანი სესხით და დაზოგოთ ფინანსები.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა