რა უნდა იცოდეთ საკრედიტო ბარათის აღებამდე

ავტორი / 6 წლის წინ / 1 კომენტარი

საკრედიტო ბარათები მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს. მას სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ‘’საშეღავათო პერიოდი, დამატებითი ქულები და დაგროვების სისტემა’’ - საკრედიტო ბარათი სწორედ ამ მახიასიათებლებით გამოირჩევა. თუმცა იმისათვის რომ მომხმარებელმა ისარგებლოს აღნიშნული შეღავათებით და მოქნილი პირობებით, საჭიროა გონივრულად შეარჩიოს პროდუქტი და კარგად შეისწავლოს მისი პირობა. რა არის საკრედიტო ბარათი? როდის უნდა შეავსოთ განაცხადი მის მისაღებად და რა უნდა იცოდეთ თანხის გადახდისას? 

საკრედიტო ბარათი სამომხმარებლო სესხისა და პლასტიკური ბარათის სინთეზია. ეს არის ბარათი, რომლიც საშუალებას გაძლევთ კრედიტით შეიძინოთ სასურველი მომსახურება ან გაანაღდოთ თანხა. ათვისებული თანხა კი ნაწილ- ნაწილ, პერიოდულობით დაფაროთ. მასზე წინასწარ დაიშვება საკრედიტო ლიმიტი, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის შემოსავლის გათვალისწინებით. საკრედიტო ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ნებისმიერი პერიოდულობით, სასურველ დროს. 

საკრედიტო ბარათებზე მოქმედებს საშეღავათო პერიოდი. თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი სრულად დაფარავს ათვისებულ თანხას, არ ერიცხება პროცენტი. სხვა შემთხვევაში ის ვალდებულია გადაიხადოს ათვისებული თანხის გარკვეული პროცენტი. აღნიშნული ტიპის ბარათებზე საკმაოდ მაღალია განაღდების საკომისიო. ის საშუალოდ 3-4%-მდე მერყეობს. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ბარათი სავაჭრო ობიექტებში, პოსტერმინალებზე გაატაროთ.

საკრედიტო ბარათის უპირატესობები

საკრედიტო ბარათებს ბევრი უპირატესობა აქვს. გამოირჩევა მოქნილობით, სპეციალური ფასდაკლებებით და მასზე განთავსებული საკრედიტო ლიმიტის გამოყენება სასურველი პერიოდულობითა და საჭირო დროს შეიძლება. 

  • ხელმისაწვდომი თანხა ნებისმიერ დროს - თუ არ იცით რა თანხა გჭირდებათ და რა პერიოდით, საკრედიტო ბარათზე განთავსებული ლიმიტის ათვისებას შეძლებთ როგორც ყოველდღე, ასევე ყოველთვე, ან წელიწადში ერთხელ - ამაში სრულიად თავისუფალი ხართ. 
  • სამოგზაურო დაზღვევა - საკრედიტო ბარათების უმრავლესობას აქვს დაზღვევის სერვისი, რომელიც ანაზღაურებს ბარგის დაკარგვას ან ფრენის დაგვიანებას. 
  • დამატებითი ქულები - საკრედიტო ბარათის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ბონუს ქულები, რომლითაც შეძლებთ საჩუქრის მიღებას. ამის გარდა, ბარათის მფლობელებზე ვრცელდება ფასდაკლებები გარკვეულ მაღაზიებში. 

სანამ საკრედიტო ბარათს აიღებთ 

საკრედიტო ბარათის აღებამდე გაარკვიეთ თუ რისთვის იღებთ მას. რაში დაგეხმარებათ და როგორ აპირებთ მასზე განთავსებული თანხის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათები მოქნილობით გამოირჩევა, უნდა გახსოვდეთ რომ მას დამატებითი ხარჯებიც აქვს. თუკი თანხას გამოიტანთ მოგიწევთ საკმაოდ მაღალი საკომისიოს გადახდა. ამასთან, თუ ათვისებულ თანხას საშეღავათო პერიოდში არ დააბრუნებთ, ვერ ისარგებლებთ უპროცენტოდ.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა