3 რჩევა საკრედიტო ბარათის სწორად შესარჩევად

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

პლასტიკური ბარათები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის საშუალებით შესაძლებელია თანხის განაღდება, გადარიცხვა, კონვერტაცია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ანგარიშსწორება და სხვა. დღესდღეობით, უკვე აღარ არსებობს ნაღდი ფულის ტარების საჭიროება, რადგან ბარათებით გადახდა გაცილებით სწრაფი და კომფორტულია. თუ სადებეტო ბარათით შესაძლებელია ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევთ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში დახარჯოთ თანხა.

საკრედიტო ბარათს აქვს საშეღავათო პერიოდი, რომლიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ უპროცენტო კრედიტით და არ გადაიხადოთ დამატებითი თანხა მომსახურებაში. საშეღავათო პერიოდი ძირითადად 55 დღეს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ თუ თანხის დახარჯვიდან 55 დღეში დაფარავთ ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს, არ დაგერიცხებათ პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ სრულად ვერ დაფარავთ ათვისებულ თანხას საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, მოგიწევთ პროცენტის გადახდა. საკრედიტო ბარათების ერთ-ერთი უპირატესობა საბონუსე სისტემაა, რომელიც შეიძლება იყოს ფასდაკლება კონკრეტულ სავაჭრო ობიექტებში, დაგროვების პროგრამა, დაზღვევა და სხვა.

რა უნდა გაითვალისწინოთ საკრედიტო ბარათის შერჩევისას

ბარათის აღებამდე კარგად გაარკვიეთ პირობები და დეტალურად გაეცანით საკომისიოების ოდენობას. ბარათის სწორად მოხმარება შეგიმცირებთ გადასახადი თანხის ოდენობას. რა უნდა გაითვალისწინოთ არჩევანის გაკეთებისას?

  • წლიური საპროცენტო განაკვეთი – დაადგინეთ რამდენს შეადგენს ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი. შეადარეთ სხვადასხვა ბანკის შეთავაზება, რათა დაბალპროცენტიანი საკრედიტო ბარათი შეარჩიოთ.
  • საკრედიტო ლიმიტი – საკრედიტო ლიმიტი თანხის ის მაქსიმალური ოდენობაა, რომელსაც ბანკი გიმტკიცებთ. სხვადასხვა ტიპის ბარათს განსხვავებული ლიმიტი აქვს. თუმცა რა თანხა დაგიმტკიცდებათ ძირითადად თქვენს შემოსავალზეა დამოკიდებული.
  • მომსახურების საკომისიო – ბარათის აღებამდე გაარკვიეთ მომსახურების საკომისიოს ოდენობა და მისი ჩამოჭრის პერიოდი.

საკრედიტო ბარათებს ძირითადად გადახდებისთვის იყენებენ, რადგან განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალია. თუ ბარათს გადახდებისთვის გამოიყენებთ წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე განაღდების შემთხვევაში.

საკრედიტო ბარათის მისაღებად არ დაგჭირდებათ თავდები ან გირაო. თანხის გამოყენებას ნებისმიერ დროს შეძლებთ როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ. ხარჯებს მარტივად აკონტროლებთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით. ამასთან, თანხის ამოწურვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და მოითხოვოთ ლიმიტის გაზრდა. ამ შემთხვევაში თანხა იგივე ბარათზე გერიცხებათ და არ გიწევთ პროცედურების თავიდან გავლა. საკრედიტო ბარათის სწორად გამოყენება მინიმუმამდე შეგიმცირებთ ხარჯებს. ანგარიშსწორებისას კი დამატებითი ფასდაკლებებითა და ბინუსებით ისარგებლებთ.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა