როგორ დავისვენოთ მცირე ბიუჯეტით - რჩევები შვებულებაში წასვლამდე

ავტორი / 5 წლის წინ / 0 კომენტარი

მთელი წელი ველოდებით იმ ნანატრ დღეს, როდესაც შვებულებას ავიღებთ და დასასვენებლად წავალთ. მოვა დასვენების სეზონი და ვიწყებთ ფიქრს - სად შეიძლება გავატაროთ თავისუფალი დღეები, რომელი გვირჩევნია - მთა თუ ზღვა, იქნებ მოგზაურობა საზღვარგარეთ გვეცადა, ევრო-ტური ხომ არ დავგეგმოთ? შევარჩევთ სასურველი ლოკაციას, მაგრამ კიდევ ერთი თავსატეხი გვიჩნდება - როგორ შეიძლება მცირე თანხაში მისაღები სერვისით ვისარგებლოთ, სად დავბინავდეთ, როგორ გადავანაწილოთ ჩვენი მცირე ბიუჯეტი ისე რომ არ დავზარალდეთ, თუმცა დრო სასიამოვნოდ გავატაროთ? 

გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია შვებულებისათვის მზადება ერთი თვით ადრე მაინც დავიწყოთ.

რა უნდა იცოდეთ, შვებულებაში წასვლამდე?

თუკი ზუსტად ვიცით სად გვინდა წასვლა სასტუმროების დაჯავშნა Booking-ის საშუალებით შეგვიძლია. ესაა ვებგვერდი, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე, უბრალოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებზე და ჰოსტელებზე ინფორმაცია იდება. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ ვნახოთ თუ რა დაგვხდება ამა თუ იმ საცხოვრებელ ადგილას, რა სერვისს შემოგვთავაზებენ სასტუმროს მფლობელები. 

თუკი ტრანსპორტირება ძვირი გიჯდებათ გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს. ახალი ემოციების და შეგრძნებების მისაღებად შეგიძლიათ ავტო-სტოპით ისარგებლოთ. არასოდეს გიფიქრიათ გადაადგილების ამ საშუალებაზე? ეს კარგი გზაა უამრავი საინტერესო ისტორიის მოსასმენად და ახალი ნაცნობების შესაძენად. თუკი დასვენება საზღვარგარეთ გსურთ, უმჯობესია ბილეთები წინასწარ დაჯავშნოთ, რადგან შესაძლოა გაგიმართლოთ და ბილეთი ნახევარ ფასად იყიდოთ. ამისათვის არსებობს სპეციალური საიტები, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტარიფებს. 

არაა სავალდებულო უმაღლესი კლასის სასტუმროს შერჩევა, მნიშვნელოვანია რომ ნაყოფიერად დაისვენოთ, ამიტომ მცირე თანხაში შეგიძლიათ ნახოთ პატარა, სუფთა და კომფორტული საცხოვრებელი. საოჯახო სასტუმროებში ბევრად უკეთესად შეძლებთ გაიგოთ ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის კულტურა, ისტორია და დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები. 

დასვენების პერიოდში კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. სასტუმროები ხშირად სრულ სერვისს გვთავაზობენ და კვებითაც ხდება უზრუნველყოფა. თუმცა ხშირ შემთხვევაში უმჯობესია სრული პაკეტით არ ისარგებლოთ და საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე თავად იზრუნოთ. მენიუს თქვენი სურვილით შეარჩევთ, ხოლო რაც შეეხება თანხის დაზოგვას საშუალება გექნებათ გემრიელი საჭმლები მცირე თანხებში დააგემოვნოთ. 

მოგზაურები ტურისტებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი არ ბინავდებიან ხუთვარსკვლავიან აპარტამენტებში. მოგზაურებს საოჯახო გარემო ბევრად იზიდავთ. ამიტომ ნუ იქნებით ტურისტი და იყავით მოგზაური. დაზოგეთ თანხები, მიიღეთ სიამოვნება და დაუბრუნდით თქვენს სამუშაო გარემოს მოტივირებულები. გახსოვდეთ - ფასი ყოველთვის არ გასაზღვრავს ხარისხს. სასიამოვნო გარემოს და განწყობის შექმნა კი თქვენ ხელშია. 

თუკი ვერ ახერხებთ თანხის გადანახვას რათა დაისვენოთ, ამისათვის შეგიძლიათ ონლაინ სესხითაც ისარგებლოთ. აიღოთ თანხა დღეს, ხოლო გადაიხადოთ ხვალ. თუკი არ იცით რომელი სერვისით ისარგებლოთ ჩვენი ვებგვერდი თქვენს სურვილზე მორგებული კრედიტის აღებაში დაგეხმარებათ.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა