როგორ შევამციროთ ხარჯები ახალი სასწავლო წლისთვის

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

ახალი სასწავლო წლის დაწყება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. სასკოლო სახელმძღვანელოები, საკანცელარიო ნივთები – საყიდლების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. რა უნდა გავითვალისწინოთ სასკოლო ნივთების შეძენისას და როგორ უნდა დავზოგოთ თანხა?

  • მოიძიეთ სასკოლო ნივთები სახლში – სანამ საყიდლებზე წახვალთ მოიძიეთ საჭირო პროდუქცია სახლში. შესაძლოა თქვენ უკვე გაქვთ ახალი რვეული, საწერი კალამი ან ჩანთა. ეს თავიდან აგარიდებთ ზედმეტი ნივთების შეძენას და თანხის ხარჯვას.
  • შეადგინეთ საყიდლების სია – მას შემდეგ რაც სასკოლო ნივთებს სახლში მოძებნით, გააკეთეთ საყიდლების სია და ისე წადით მაღაზიაში. ამით თავიდან აირიდებთ ერთი მხრივ, არასასურველი პროდუქციის შეძენას, მეორე მხრივ კი არ დაგავიწყდებათ საჭირო ნივთის შეძენა. ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით კი ივლისსა და აგვისტოში მაღაზიებში ფასდაკლებებია. ეს პერიოდი საუკეთესოა საყიდლებისთვის. სექტემბრის თვეში ფასები იზრდება. ამასთან, მაღაზიები გადატვირთულია მომხმარებლებით.
  • ისარგებლეთ ფასდაკლებების პერიოდით - თითოეული მაღაზია გვთავაზობს სეზონურ ფასდაკლებას, რა დროსაც გაცილებით ნაკლები ღირს ჩვენთვის საჭირო ნივთი. გამოიყენეთ ეს პერიოდი და შეამცირეთ ხარჯები.
  • შეიძინეთ წინასწარ – საჭირო პროდუქციის წინასწარ შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თქვენ დიდი დრო გექნებათ შენაძენის გასაკეთებლად. ამასთან, საჭირო ნივთები არ დაგხვდებათ გაყიდული.
  • ნუ იყიდით ყველაფერს ერთიანად – ნუ იყიდით ყველაფერს ერთ მაღაზიაში. ეწვიეთ რამდენიმე მაღაზიას, შეადარეთ ფასები და არჩევანი ამის შემდეგ გააკეთეთ. გაითვალისწინეთ, რომ სექტემბერში ფასები მატულობს. უმჯობესია, ზაფხულის პერიოდი გამოიყენოთ საყიდლებისთვის.
  • ისარგებლეთ „ონლაინ შოპინგით“ - ონლაინ შოპინგის დროს შეგიძლიათ შეადაროთ მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის ფასი და დაზოგოთ თანხა. ბევრ ვებგვერდს აქვს „ქეშბექი“, რაც საშუალებას გაძლევთ უკან დაიბრუნოთ დახარჯული თანხის ნაწილი.
  • შეარჩიეთ სახელმძღვანელოები – სანამ წიგნების შესაძენად მაღაზიებს ესტუმრებით, გაარკვიეთ რომელ ლიტერატურას იყენებენ სკოლაში. ასევე, დააზუსტეთ რომელ წიგნებს მიიღებთ უფასოდ. შეეკითხეთ მეგობრებს და ახლობლებს ხომ არ აქვთ აღნიშნული ლიტერატურა, რომელიც მათ შვილებს არ სჭირდებათ.

თუ ზაფხულის პერიოდში ბევრი ხარჯი გქონდათ და ვეღარ ახერხებთ ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებას, პრობლემის გადაჭრა მარტივად შეგიძლიათ. მოითხოვეთ სასურველი ოდენობის თანხა ჩვენს ვებგვერდზე. გაეცანით სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზებას, შეადარეთ პირობები ერთმანეთს და შეარჩიეთ დაბალ პროცენტიანი, თქვენს მოთხოვნაზე მორგებული სესხი. სასურველი თანხის მიღებას თქვენ მარტივად, ზედმეტი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე შეძლებთ. არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა და კომპანიაში მისვლა. მოაგვარეთ ფინანსური პრობლემები მარტივად, ცნობების შეგროვების გარეშე, მინიმალურ დროში.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა