სესხების რესტრუქტურიზაცია - კრედიტის დაფარვის მარტივი გზა

ავტორი / 6 წლის წინ / 36 კომენტარი

სესხის დაგვიანებით გადახდა, პრობლემა კრედიტორებთან ურთიერთობისას - მსგავს სიტუაციაში ბევრი ჩვენგანი ყოფილა. გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების დროს ვალდებულებებთან გამკლავება რთულია. დაგვიანებული გადახდები კი უარყოფითად აისახება საკრედიტო ისტორიაზე. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სესხის თანხის გადახდას ვეღარ ვახერხებთ? როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემა?

თუ ბევრი ვალდებულება გაქვთ და ვერ უმკლავდებით ვალებს, დაუკავშირდით საკრედიტო კომპანიას, რათა თავი დააღწიოთ პრობლემურ სიტუაციას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ ჯარიმა და საკომისიოები დაგერიცხებათ, რაც კიდევ უფრო გაზრდის გადასახადი თანხის ოდენობას. ნუ დაემალებით კრედიტორს - ეს პრობლემას ვერ გადაჭრის. საკრედიტო კომპანიამ კი შეიძლება, რომ შემოგთავაზოთ სესხის რესტრუქტურიზაცია - ყველა სესხის გაერთიანება და მისი მეტ დროში გადახდის შესაძლებლობა.

რას ნიშნავს სესხების რესტრუქტურიზაცია

სესხების რესტრუქტურიზაცია საშუალებას გაძლევთ თქვენი ვალდებულებები უფრო მეტ დროში დაფაროთ. რამდენიმე კრედიტის გადახდის ნაცვლად, იხდით მხოლოდ ერთი სესხის თანხას. მცირდება გადასახადი თანხის ოდენობა, არ გიწევთ იმაზე ფიქრი თუ რომელ რიცხვში გაქვთ გადასახადი კონკრეტული სესხი. შესაბამისად, არ აგვიანებთ გადახდებს. ამ ყველაფერთან ერთად ინარჩუნებთ მაღალ საკრედიტო რეიტინგს. რესტრუქტურიზაციის დროს მნიშვნელოვანია დააზუსტოთ პირობები, რადგან ზოგჯერ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ასევე, ვადის გახანგძლივებისას მეტი თანხის გადახდა გიწევთ. ამ მომსახურებას ძირითადად მაშინ მიმართავენ, როდესაც რთული ხდება ვალდებულებების შესრულება და მომხმარებელს გააზრებული აქვს, რომ შესაძლოა დასაბრუნებელი თანხის ოდენობა გაეზარდოს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ სესხის რეფინანსირებით, თქვენ უნდა იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია და სტაბილური შემოსავალი. არის შემთხვევები, როდესაც კრედიტორები ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც აძლევენ  საშუალებას მომხმარებელს ისარგებლოს სესხის რეფინანსირებით. ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ საფინანსო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, სესხის აღებას როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნებისთვის. ქართულ საფინანსო სექტორში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს სწრაფი მიკრო სესხების ისეთი კატეგორია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია არა მხოლოდ მოკლევადიანი მიზნების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ შედარებით გრძელვადიანი მიზნებისთვისაც.

მატერიალური მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. თუკი მომხმარებელს სესხის აღების დროს ჰქონდა ვალდებულების დაფარვის რესურსი, შესაძლოა დროთა განმავლობაში შემოსავლის ოდენობამ იკლოს ან კლიენტს იმაზე მეტი სესხი გქონდეს აღებული, ვიდრე მისი გადახდა შეუძლია. ამის შედეგი ვადაგადაცილებული სესხებია. თუ კრედიტის აღებას პასუხისმგებლობით მივუდგებით, შევძლებთ თანხის დაფარვას და მაღალი საკრედიტო რეიტინგის შექმნას. ეს კი დადებითად აისახება სხვა საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობისას.

ტეგები

კომენტარი

marina : 6 წლის წინ

minda davfaro kvela sesxii