უნდა ავიღოთ თუ არა სესხი მოგზაურობისთვის

ავტორი / 6 წლის წინ / 0 კომენტარი

დაუვიწყარი თავგადასავლები, ახალი ქვეყნების დათვალიერება და სასიამოვნო დროის გატარება – ვის არ უყვარს მოგზაურობა და საუცხოო ადგილების აღმოჩენა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაფორმების შემდეგ განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახდა მოგზაურობა. შესაბამისად, გაიზარდა ევროპის ქვეყნებში წამსვლელთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, გამგზავრების საშუალება ყველას არ აქვს, საჭირო თანხის მოსაგროვებლად საკმაოდ დიდი დროა საჭირო, აუცილებელი ხარჯებისა და დაბალი შემოსავლის პირობებში თანხის დაზოგვა რთულია. თუმცა დღეისათვის, სანუკვარი სურვილების ასრულება უკვე შესაძლებელი, რადგან საფინანსო სექტორი გვთავაზობს ისეთ პროდუქტს, როგორიცაა სამოგზაურო სესხი. როდის უნდა ავიღოთ აღნიშნული კრედიტი და რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტით სარგებლობისას?

თუ ევროპის ქვეყნებში გამგზავრება გსურთ, მაგრამ არსებული ბიუჯეტით ვერ ახერხებთ სურვილის ასრულებას, სამოგზაურო სესხი სწორი არჩევანი იქნება. პროდუქტით სარგებლობისთვის არ არის საჭირო უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის მომსახურებას. სერვისის დახმარებით მარტივად შეძლებთ შეიძინოთ: ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა ან ტური.

როდის უნდა ისარგებლოთ სამოგზაურო სესხით

დასვენება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. თუ გადაიღალეთ და შვებულების აღებას გეგმავთ, მაგრამ ამავე დროს არ გაქვთ მოგზაურობისთვის საკმარისი ბიუჯეტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ სამოგზაურო სესხით. შვებულების შემდეგ თქვენ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ მუშაობას, ხოლო სესხს მომდევრო ხელფასზე გადაიხდით.

ტურების შეძენა განვადებით ან სესხით პირდაპირ ტურისტულ კომპანიაში შეგიძლიათ. თანხის მიღების დრო არ აჭარბებს ერთ საათს. თქვენ საშუალება გაქვთ ბილეთის საფასური დაფაროთ ყოველთვიური, მცირე შენატანების მეშვეობით. ამისათვის გჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. თანამონაწილეობის თანხა ხშირ შემთხვევაში 0 %-ია. განვადების საშუალებით სრულად შეგიძლიათ დააფინანსოთ სასურველი ტური.

თუ მოგზაურობისთვის მცირე თანხა გაკლდებათ და ამასთან გაქვთ საკრედიტო ბარათი, შეგიძლიათ ბარათზე არსებული ფული დახარჯოთ. თანხის საშეღავათო პერიოდში დაფარვის შემთხვევაში, არ მოგიწევთ დამატებითი პროცენტის გადახდა.

სანამ კრედიტს აიღებთ, დაფიქრდით ფულის დაზოგვის შესაძლებლობაზე. გაითვალისწინთ, რომ თუ მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ, გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. გამოითვალეთ რამდენი დაგჭირდებათ, რა ეღირება სასტუმროში განთავსება, სამგზავრო ბილეთი. ეცადეთ ფული დაზოგოთ და ისე აღმოაჩინოთ ახალი ქვეყნები. თუ დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებთ, სესხის აღებისას კარგად გაეცანით კომპანიების შეთავაზებებს. გაარკვიეთ საპროცენტო განაკვეთის და გადასახადი თანხის ოდენობა. გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და გადახდის შესაძლებლობა.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა