უძრავი კაპიტალი – მომგებიანი აქტივი

ავტორი / 5 თვის წინ / 0 კომენტარი

საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებს დამატებით თანხას ქონების გაქირავების შედეგად. რამდენად მომგებიანია ფულის დაბანდება უძრავ კაპიტალში? რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული ინვესტიცია და როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი?

დღეისათვის, თავისუფალი რესურსის დაბანდების სხვადასხვა საშუალება არსებობს. მომხმარებელთა ნაწილი ფულის შენახვას ანაბარზე ამჯობინებს, ნაწილი ცდილობს ისეთი შენაძენის გაკეთებას, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს მომავალში. ანაბარი გარკვეული თანხით და პერიოდით იხსნება. ვადიანი დეპოზიტი შეიძლება გაიხსნას 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდით. თანხის ოდენობა კი შეიძლება იყოს მინიმუმ 50 ლარი. საპროცენტო სარგებელი დამოკიდებულია ანაბრის მოქმედების ვადასა და თანხის ოდენობაზე. რაც უფრო მეტია თანხა და ხანგძლივია მოქმედების პერიოდი – მით უფრო მეტია მიღებული სარგებლის ოდენობა. უძრავ ქონებაზე ფასები მზარდია, თუმცა შესაძლოა ამ გადაწყვეტილებასაც ჰქონდეს თავისი რისკი. საჭიროების შემთხვევაში ანაბრიდან თანხის გამოტანა უფრო მარტივია, ვიდრე ბინის რეალიზაცია. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის სტაბილურობა და თავისუფალი ფულის საჭიროება. მაგ: თუ იცით რომ თანხა არ დაგჭირდებათ რამდენიმე წლის მანძილზე, შეგიძლიათ კაპიტალდაბანდება უძრავ ქონებაში განახორციელოთ.

უძრავი ქონება და იპოთეკური სესხი

თუ უძრავი ქონების ყიდვას იპოთეკური სესხით გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის სტაბილურობა. რამდენად მოახერხებთ გამომუშავებული თანხით სესხის ძირი თანხისა და პროცენტის გადახდას. ამასთან, სწორად შეარჩიეთ კრედიტის ვალუტა. თუ თქვენ შემოსავალი ლარში გაქვთ და სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ, არსებობს სავალუტო რისკი. შესაძლოა ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს და უცხოური ვალუტის შესაძენად მეტი თანხის გადახდა დაგჭირდეთ.

იპოთეკური სესხები უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა. კრედიტის პირობა დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავლის ოდენობაზე, ქონების ღირებულებასა და საკრედიტო ისტორიაზე. მომსახურებით სარგებლობამდე გაარკვიეთ თუ რამდენს შეადგენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რადგან ხარჯის ოდენობა სწორად ამაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას, რათა იცოდეთ თქვენი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

იპოთეკური სესხის აღება გულისხმობს მრავალწლიან ვალდებულებას. გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. გამოთვალეთ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა და გაითვალისწინეთ არსებული ვალდებულებები. უძრავი ქონება სტაბილური აქტივია, რომლის ფასიც მზარდია, თუმცა იპოთეკური სესხის აღებისას საჭიროა სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ. სწორი არჩევანის გაკეთებაში ჩვენი ვებგვერდი გაგიწევთ დახმარებას.

კომენტარი

კომენტარები არ მოიძებნა